როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში - ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში - ვრცელი პროგნოზი

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 24-25 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.

26 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა მომატებს, თუმცა 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოს რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. თვის ბოლომდე კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს.

24-25 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. შიდა ქართლში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27-28 გრადუსი იქნება; ქვემო ქართლში - 29-31 გრადუსი; კახეთში - 31-33 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თუმცა 26-27 ივლისს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

28-29 ივლისს სინოპტიკოსები კახეთში სეტყვას ვარაუდობენ.

28-29 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი