ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობის შეცვლის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობის შეცვლის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების სამოსი მეორე დღეა სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა. ოლიმპიელების ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა. სამოსი არასპორტული და მოუხერხებელია, ბევრის თქმით კი, ის სულაც არ ჰგავს ქართულს და ყირგიზული ან ტაჯიკური ორნამენტები აქვს.

ოლიმპიელების სამოსის შეცვლის მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 3 000-მდე ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ:

"ვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ არ მოსწონდეთ არსებული ფორმა.

მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს, ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება!" - ნათქვამია პეტიციაში.

წაიკითხეთ: ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

ფორმის შეცვლას მოითხოვენ ცნობილი სახეებიც. ტელეწამყვანი ეკა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"შეცვალეთ, გთხოვთ! მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ ჩვენს მაგარ სპორტსმენებს და გავიდნენ ოლომპიადაზე ისე, როგორც შეეფერებათ. არ გვინდა ეს კოჭებამდე ბოლოკაბები, ჩანთები, კისრამდე შეკრული სამოსი, ბიჭების ძალიან მუქი და ნაღვლიანი ფორმა. სამოსელის არაერთი ტანსაცმელი მაქვს, ლამაზი, ხარისხიანი, ნიჭიერი მხატვრები და მკერავები მუშაობენ იქ. მაგრამ არ უხდება ეს სტილი ზაფხულის ოლიმპიადას რიოში, ამაზე ყველა ვთანხმდებით და შეუძლებელი არაფერია".

საყოველთაო უკმაყოფილებას უერთდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ფეისბუქის პირად გვერდზე ფორმის შეცვლას მოითხოვს:

"უპირველესად, გზას დავულოცავ ჩვენს გოგო-ბიჭებს და ვუსურვებ გამარჯვებებს რიოში. დარწმუნებული ვარ გაგვახარებენ და ბევრ ოქროს და ვერცხლს ჩამოიტანენ ბრაზილიიდან!

ახლა კი საერთო აღშფოთებას უნდა შევუერთდე და ვისაც უნდა ეწყინოს. ჩვენც გვაწყენინეს ამ უშნო გადაწყვეტილებით. ვერცერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. დღევანდელი სიცხის ბრალი იყო ალბათ. ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. ბოლოსდაბოლოს, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელს მსოფლიოში მიმოფანტული....

არ მაინტერესებს ვინ შეკერა ეს უმსგავსოება. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე. იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?" - წერს კვაჭანტირაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი