სად ინიშნება თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ

სად ინიშნება თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, თამარ სანიკიძე ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაცია განათლების მოქმედმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაადასტურა.

როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს.

"მე და თამარ სანიკიძე საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. საუბარია ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრზე, რომელიც განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა. ქალბატონი თამარი უახლოეს დღეებში ჩაუდგება სამსახურს და ახლა გვარდება ტექნიკური საკითხები. მე მიხარია, რომ, როგორც პრეცედენტი, ყოფილი და მოქმედი მინისტრები, გააგრძელებენ თანამშრომლობას და ისეთი ძვირფასი მენეჯერული რესურსი, როგორიც არის თამარ სანიკიძე, დარჩება ჩვენთან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან თამარ სანიკიძე ივნისში გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი