კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:18 / 25-07-2016
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ის ცოტა ხნის წინ 24 წლის თათია დოლიძე გახდა. ახალგაზრდა დიპლომატი ქართველი თანატოლების პრობლემებს გაეროს გენერალურ ასამბლეას 2016-2017 წლებში გააცნობს.

იხილეთ თათია დოლიძის გამოსვლა გაეროში


საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს შეძენილი. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ამჟამად კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში სადოქტოროს კანდიდატია და დისერტაციის დაცვისთვის ემზადება. მანამდე ევროპარლამენტში სტაჟიორად, ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში (CEPS) კვლევით ასისტენტად და ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი. თათია მისი საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- კონკურსის შესახებ მოგვიყევით, პირველად მიიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში?
- ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაერო-ს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა, ამ პროექტის შესახებ რამდენიმე წელია ვიცი და სიმართლე გითხრათ, სულ მქონდა ინტერესი, უბრალოდ, ვიყავი საზღვარგარეთ სწავლითა და მუშაობით დაკავებული. ამიტომ არ მქონდა შესაძლებლობა, რომ მსგავსი პასუხისმგებლობა ამეღო. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა. კონკურსი სამ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე წარვადგინეთ ესსე თემაზე - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, სიძნელეები და პოტენციალი. მეორე ეტაპზე საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, რის გამოც ინტერვიუ სკაიპის საშუალებით გავიარე. მესამე ეტაპი იყო სიტყვით გამოსვლა, რისთვისაც ჩამოვფრინდი საქართველოში.

- რამდენი კონკურსანტი მონაწილეობდა პროექტში და როგორ შეაფასებდით კონკურენტებს?
- მეორე ტურში 28 კონკურსანტი იყო, მათგან მესამე ეტაპისთვის 15 ახალგაზრდა შეირჩა. ასაკი განსაზღვრული იყო 18-დან 25 წლამდე. ასაკით სხვაობა, რა თქმა უნდა, იგრძნობოდა. კონკურსანტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკვე მეორედ ან მესამედ იღებდნენ მონაწილეობას.

- მანდატის შესახებ მოგვიყევით, როგორია თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები?
- მანდატი ერთწლიანია. რეალური საქმიანობა რეგიონალური ტურით იწყება. გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელი უნდა ეწვიოს ყველა რეგიონს, შეხვდეს ახალგაზრდებს გაეცნოს მათ პრობლემებს. საინფორმაციო შეხვედრები აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება და სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება. შემდეგ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდობით, მომზადდება სიტყვა და ქართველი ახალგაზრდების პრობლემები აისახება იმ სიტყვაში, რომლითაც სექტემბერში მე წავრსდგები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში. ასევე მთელი წლის მანძილზე განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. შემდეგ ხდება ანგარიშის წარდგენა. თებერვალში კი იგეგმება ნიუ-იორკში მეორე ვიზიტი. პროექტები და ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

- თქვენი აზრით, რა არის საქართველოში ახალგაზრდების მთავარი პრობლემა?
- მთავარი პრობლემა დღეს ახალგაზრდობისათვის განათლების ხელმისაწვდომობა და დასაქმებაა. ვფიქრობ, პრობლემებს შორის განსხვავებები იქნება, რადგან მაღალთმთიან რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვა რამ აწუხებთ, დედაქალაქში კი სხვა.

- საქართველოში მიღებული განათლება ხშირად საკმარისი არაა სამსახურის დასაწყებად, რატომ ვერ ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები რეალიზებას და რა პრობლემას ხედავთ განათლების სფეროში?
- საქართველოში უნივერსიტეტები პრაქტიკულ გამოცდილებას არ აძლევენ სტუდენტებს. ძირითადად, ჩვენთან თეორიული ცოდნის მიღებაა შესაძლებელი, რაც დასაქმებისთვის არასაკმარისია. საჭიროა მეტი ანალიტიკა, კვლევა. ერთადერთ ნაშრომს
You must have Flash Player installed in order to see this player.
სტუდენტი უნივერსიტეტის დამთავრებისას - საბაკალავროს ამზადებს. ეს არაა სწორი მიდგომა. ევროპული განათლება კი ძირითადად პრაქტიკასა და ანალიტიკაზეა ორიენტირებული. ასევე პრობლემად რჩება საქართველოში სტუდენტსა და ლექტორს შორის იერარქიული დამოკიდებულება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, საზღვარგარეთ მრავალწლიანი სწავლისა და მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ?
- ჩემი მთავარი სამომავლო გეგმა დისერტაციის დაცვა და პროფესორის ხარისხის მოპოვებაა. საქართველოში დარჩენას და ცხოვრებას ვაპირებ. თუმცა, ისეთი პროფესია მაქვს, რომ დროდადრო სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობა მომიწევს.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE

Meet Georgia’s 24-year-old Youth Delegate to the UN
04:19 / 25-10-2016
xxx
0
ბეღურა დავინახეთ როგორ აფრინდა იმ ჩიტის ცნობა უკვე შეუძლებელია ერთმანეთს გვანან და ვერ გავაჩევთ ის რომელი ყიო ყვეა ერთნაირია)) ეგ გოგოც მასეა დაახლოებით ენა გაივარჯიშა სხვა არაფერი
19:08 / 24-10-2016
tata
0
საქართველოში რაც არ უნდა ნიჭიერი იყო,ხელის წაკვრა მაინც გინდა,ელემენტარულად სტაჟიორადაც ვერ დაიწყებ მუშაობას თუ ვინმე არ გყავს.კარგით რა, ვინ მუშაობს სპეციალობით,სამსახურს თუ ნახავ ვირივით უნდა იმუშავო 300 ლარზე,ბევრს ესეც ენატრება.
მსგავსი სიახლეები
რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი
1 წლის წინ, როცა თათია სიტყვით გამოვიდა გაეროს 71-ე ასამბლეის სხდომაზე, მის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო
გაეროს ახალი გენერალური მდივნის პასუხი
"ცალკე ისტორიაა ჩემი სიცხიანი ქმარი, რომელიც მთელ ავარიას ტელეფონში ისმენდა"
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით იქნა არჩეული
წყვილმა ქორწილი 13 ნოემბერს, ფუნიკულიორზე აღნიშნა
კენჭისყრის თანახმად, უნგრეთმა - 144, ხორვატიამ -114, რუსეთმა კი 112 ხმა მიიღო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:00 / 22-06-2017  Image პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
+VIDEO "სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა"
21:48 / 22-06-2017  Image "ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს
"პირადად ეწევა ჩვენს ბლოკირებას ყველა მთავარ არხზე"
13:02 / 22-06-2017  Image სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან
+PHOTO ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება თავდაცვით ნაწილში
16:21 / 22-06-2017  Image უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უმრავლესობა კენჭისყრის შედეგს ტაშით შეხვდა
17:42 / 22-06-2017  Image "24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი
"საერთოდ ახალმთვარეობის პერიოდი რთულია, მით უფრო ქალებისთვის"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49