უახლესი ინფორმაცია ავარიის დროს დაშავებული მორაგბეებისა და მათი მეუღლეების მდგომარეობის შესახებ

უახლესი ინფორმაცია ავარიის დროს დაშავებული მორაგბეებისა და მათი მეუღლეების მდგომარეობის შესახებ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

როგორც AMBEBI.GE-ს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

"დილის მდგომარეობით სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ცვლილებებისა და გაუარესების გარეშე", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, პალატაში რჩება მერაბ კვირიკაშვილი, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 615-მდე გაიზარდა

"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ