რა ჯდება ერთი ადამიანის მენიუ ბათუმის სხვადასხვა კაფეში

რა ჯდება ერთი ადამიანის მენიუ ბათუმის სხვადასხვა კაფეში

ზაფხულის სეზონის გახსნასთან ერთად, ბათუმში უამრავი ახალი კაფე გაიხსნა, ძველი კი - ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. იმ დამსვენებელთა ნაწილის აზრით, ვინც საკურორტო ზონას წინა წლებშიც სტუმრობდა, ფასები დიდად შეცვლილი არ არის.

იხილეთ ვიდეო

იულია, 30 წლის:

"3 წელია აქ ვისვენებ, პირველ წელს "შოკი მქონდა", არაფერზე მეყო ფული, სხვაგან წასვლა უფრო იაფი დამიჯდებოდა, მაგალითად, სასტუმროში, სადაც ფასში ყველაფერი შედის, მაგრამ მიყვარს აქაურობა და მაინც სულ ჩამოვდივარ, ფასებსაც შევეგუე და მომზადებული ჩამოვედი".

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ბათუმის ფასებში გარკვევას ახლა იწყებენ, მაგალითად, 42 წლის ალექსანდე, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა:

"ფასებს ნელ-ნელა ვეცნობი, იაფი ნამდვილად არ არის. ყოფილა შემთხვევა, ბულვარში სიმინდი სხვადასხვა ფასად შემიძენია დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გასაგებია - ვიცი, რომ სეზონზე უნდა დააგროვონ მთელი წლის სამყოფი ფული და არ ვბრაზდები".

ბათუმში იმ ადგილების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, სადაც საჭმლის მირთმევა შეგიძლიათ, მთავარია, იპოვოთ ადგილი, სადაც ამა თუ იმ კერძს საუკეთესოდ მოგიმზადებენ და ფასიც შესაბამისი იქნება. 

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, თუ რა ჯდება ერთი ადამიანის სამყოფი მენიუ ბათუმის სხვადსხვა კაფეში:

კაფე "პიერ ბათუმი":

ტაილანდური სუპი - 8 ლარი

ბერძნული სალათი - 9 ლარი

ფრი - 4 ლარი

წყალი - 1 ლარი

საფირმო, პიერ ვაფლი 10 ლარი + მომსახურების 10 პროცენტი

საერთო ჯამში 35 ლარი და 20 თეთრი

კაფე "რენე":

სენდვიჩი - 7 ლარი

მექსიკური - 4,50 ლარი

კაპუჩინო - 4 ლარი

ვაშლის პეროგი - 4,50 ლარი

მომსახურების 10 პროცენტი

საერთო ჯამში 20 ლარი

კლარას ჰოთდოგები, იგივე hd ბათუმი:

ჰოთდოგი - 2,50 ლარი

ლუდი - 3 ლარი

ფრი - 4 ლარი

მომსახურების 10 პროცენტი

საერთო ჯამში 10 ლარი და 45 თეთრი

კაფე "მანდარინი":

ბურგერი - 15 ლარი

წვენი - 3 ლარი

ჟოლოს ნამცხვარი - 10 ლარი

მომსახურების 10 პროცენტი

საერთო ჯამში 30 ლარი და 80 თეთრი

კაფე "ლაგუნა":

ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური კვერცხით - 7,20 ლარი

სოკოს წვნიანი - 5 ლარი

მინერალური - 2 ლარი

მომსახურების 10 პროცენტი

საერთო ჯამში 15 ლარი და 60 თეთრი

როგორც ხედავთ, ბათუმში კაფეში დანაყრებისთვის, საშუალოდ, 10 ლარიდან 50 ლარამდე გჭირდებათ. არჩევანი კი თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. სტატიის მომზადებისას ერთ პრობლემას წავაწყდი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ - კაფეში შესვლის შემდეგ მომსახურე პერსონალთან და მენეჯერებთან გასაუბრებას ვცდილობდი. ჟურნალისტს

შეშინებული და დაბნეული თვალებით უყურებენ. რამდენიმე მათგანმა ინტერვიუზე უარი განაცხადა. სამწუხაროდ, ხშირად კაფეებში, განსაკუთრებით იქ, სადაც კლიენტების სიჭარბეა, მომსახურების ხარისხი ფასების არაადეკვატურია.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE ბათუმიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი