თუ სამსახურს ეძებთ, ეს უნდა წაიკითხოთ - ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ვაკანსიებს!

 თუ სამსახურს ეძებთ, ეს უნდა წაიკითხოთ - ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ვაკანსიებს!

სტატისტიკას თუ ვენდობით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 2015 წელს 12%-ს შეადგენდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი საქართველოს "ბნელი წლები" შესანიშნავ სათბურად იქცა მრავალი თაღლითისა და აფერისტისათვის. იმ პერიოდში, როდესაც სამსახურიანი ადამიანი ლამფით საძებარი იყო, დაიბადნენ კომპანიები, რომლებიც ვაკანსიას ვაკანსიაზე აცხობდნენ. სასოწარკვეთილი და მშიერი მოსახლეობა კი მშვენიერი სამიზნე გახლდათ სხვადასხვა "ქსელური მარკეტინგისა" თუ "ოფისებისთვის". მიუხედავად იმისა, რომ ის დრო დიდი ხნის წინ გავიარეთ, აღნიშნული "კომპანიები" კვლავაც ცოცხლობენ და წარმატებით საქმიანობენ.

"ვეძებთ თანამშრომლებს ოფისში სამუშაოდ"; "კომპანიას ესაჭიროება კადრები, ასაკი 16-დან პლიუს უსასრულობამდე", "გვესაჭიროება თანამშრომლები ოფისში სამუშაოდ - ხელფასი 450-700 ლარი პლიუს ბონუსები"... მსგავსი ტიპის განცხადებები მრავლადაა როგორც ინტერნეტში, ისე კორპუსის სადარბაზოებში, თითქმის ყოველი მოსახლის ცხვირწინ. ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება არსებობს კომპანიები, რომლებსაც ძალიან უჭირთ საქართველოში უმუშევარი ადამიანის პოვნა. თუმცა, ეს ყოველივე ისეთი ვარდისფერი არაა, როგორც რიგით გამოუცდელ ობივატელს შეიძლება ეგონოს.

ასეთი "ოფისები" ძირითადად კორპუსის ბინებშია მოწყობილი. გავრცელებული განცხადებებიდან მრავალი მსურველის ზარი შესდით, შესაბამისად დასაქმების მსურველთა დიდი რიგები უდგათ კართან. იქ ყველა ტიპის ადამიანს შეხვდებით: ახალგაზრდები, რომლებიც ორი დიპლომისა და 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების არქონის გამო დიდი მონდომებით ეჭიდებიან ყოველ შესაძლებლობას, რადგან ხშირ შემთხვევაში ალტერნატივა მხოლოდ რომელიმე დიდ სუპერმარკეტების ქსელში 270 ლარად მონური მუშაობაა; ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ოდესღაც "ჩარეცხეს" და არასასურველ კადრებად მიიჩნიეს, უიმედოები, რისკიანები და ა. შ. ზოგჯერ რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდება "გასაუბრებას", თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ ზოგს განცხადების სხვა ვარიანტი აქვს ხოლმე წაკითხული. მენეჯერის, ოფისში დამხმარის, ფინანსისტის და სხვა ბევრი რამის ვაკანსიაზე მისული ადამიანები საბოლოოდ ერთ გაქუცულ კართან იკრიბებიან   განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი