ავტორი:

რუსეთის მიერ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი 15 დანაშაული

რუსეთის მიერ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი 15 დანაშაული

"ფეისბუქის" პირად გვერდზე ილიაუნის ყოფილი რექტორი, გიგი თევზაძე რუსეთის მიერ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების სიას აქვეყნებს:

1. აღა მაჰმად ხანის ლაშქრობა საქართველოში, 1795 წელს, რუსეთის პროვოცირებით და დაფინანსებით მოეწყო - დაიღუპა 10 000-მდე ქართველი. 15 000 ქართველი ტყვედ წაიყვანეს ირანში;

2. 1783 წელს, გიორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საბოლოოდ, 1864 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს ყველა მართლმა-დიდებელ ეკლესიაში წირვალოცვის ენა, ისევე, როგორც ფორმალური განათლების ენა, რუსული იყო;

3. რუსეთის იმპერიამ 1801 წელს საბოლოოდ დაიპყრო და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის გუბერნიად გადააქცია;

4. რუსეთის იმპერიამ 1810 წელს დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო;

5. 1801-დან 1819 წლამდე რუსებმა მთელი საეკლესიო საგანძური წაიღეს რუსეთში. ამას მოჰყვა 1819-1820 წლების საეკლესიო (ე.წ. გურია-იმერეთის) აჯანყება;

6. 1804-1991 წლებში ქართველების ბრძოლა რუსეთის წინაამღდეგ: 1804 - მთიულეთის აჯანყება; 1810 - იმერეთის აჯანყება; 1812 - კახეთის აჯანყება; 1819 - საეკლესიო აჯანყება; 1829 - გურიის წინაამღდეგობა; 1832 - ქართველი თავადების შეთქმულება რუსეთის წინაამღდეგ; 1834-1859 - სვანეთის, სამურზაყანოს, სამეგრელოს და აფხაზეთის ოკუპაციის წინაამღდეგ ბრძოლა; 1866-1867 - აფხაზების აჯანყება; 1922 წელი - სვანეთის აჯანყება; 1924 წელი - აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინაამღდეგ; 1941 - ანტისაბჭოთა შეთქმულება; საერთო ჯამში, ამ ბრძოლებში რუსეთმა გაანადგურა 100 000-ზე მეტი ქართველი.

7. 1801-დან 1867 წლამდე რუსებმა დაანგრიეს ყველა ციხე-სიმაგრე, კოშკი და ქალაქის გალავანი, რომელიც არ სჭირდებოდათ საკუთარი გარნიზონის განსათავსებლად;

8. 1801-დან 1900 წლამდე რუსებმა შეათეთრეს საქართველოს ყველა ეკლესიის კედლები და წაშალეს ფრესკები;

9. მე-19 საუკუნეში, რუსი დეკაბრისტების გეგმებში, რუსეთის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შედიოდა საქართველოდან ქართველების გადასახლება;

10. 1921 წლის ხელახალი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიები გადასცა თურქეთს;

11. 1924-1941 წლებში რუსეთის მიერ ჩატარებული რეპრესიების შედეგად განადგურდა 270 000 ქართველი, ხოლო გადაასახლეს - 200 000 ქართველი;

12. 1962 წელს, სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი აპირებდა ქართველების შუა აზიაში გადასახლებას და საქართველოში რუსების ჩამოსახლებას;

13. 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რუსეთის სამხედროებმა დახოცეს 20 მომიტინგე. 1000-მდე ადამიანი მოიწამლა რუსების მიერ გაშვებული მხუთავი გაზით;

14. 1992-1993 წლებში რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. დაიღუპა 30 000 ქართველი და იძულებით გადააადგილებული გახდა 250 000 ქართველი;

15. 2008 წელს რუსეთი, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შემოიჭრა საქართველოში და გააფართოვა დაპყრობილი ტერიტორიების (სამხრეთ ოსეთის მიმდებარე) საზღვრები - სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 174 მშვიდობიანი მოქალაქე და 224 საქართველოს ჯარისკაცი;

P.S. ეს ჩამონათვალი 2008 წლის ომით მთავრდება, თუმცა მისი გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება...

"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს