"ერ­თხელ გა­შიშ­ვ­ლე­ბა მეც მე­პა­ტი­ე­ბა" - ვინ არის სტი­ქა­რო­სა­ნი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა მო­ინ­დო­მა

"ერ­თხელ გა­შიშ­ვ­ლე­ბა მეც მე­პა­ტი­ე­ბა" - ვინ არის სტი­ქა­რო­სა­ნი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა მო­ინ­დო­მა

ცო­ტა ხნის წინ, თე­მო ტუ­რაშ­ვი­ლი ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ძალ­ზე წყნა­რი, მშვი­დი ადა­მი­ა­ნი იყო. სტი­ქა­რი ემო­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რად გახ­დო­მა სწად­და. სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე თვე ის­წავ­ლა, მაგ­რამ მე­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, სტი­ქარ­თან ერ­თად, შა­ვი სა­მო­სიც გა­ი­ხა­და, თეთ­რე­უ­ლიც ზედ მი­ა­ყო­ლა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შიშ­ველ­მა ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ამ­ბავ­მა დი­დი მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გა­მო­იწ­ვია. მით უფ­რო, რომ თე­მოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქ­თან საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და მის გვერ­დით ხში­რად იყო.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე, მო­ნას­ტ­რი­დან წა­მო­სუ­ლი­ყა­ვი...

- ყვე­ლა­ფე­რი წა­მი­ე­რად მოხ­და: სტი­ქარ­ში შე­მო­სი­ლი ვი­ყა­ვი, წირ­ვას ვეს­წ­რე­ბო­დი, მე­ო­რე დღეს კი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

- ვინ გა­კად­ნი­ერ­და ასე, რომ სტი­ქა­რო­სანს გახ­და შე­მოგ­თა­ვა­ზა?

- მან არ იცო­და, რომ სტი­ქა­რო­სა­ნი ვი­ყა­ვი. შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­უ­ფიქ­რებ­ლად დავ­თან­ხ­მ­დი.

- კარ­გი ანაზღა­უ­რე­ბის გა­მო?

- არა, უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვ­ლა მო­მინ­და. ჩემ­მა ნა­ბიჯ­მა აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, მე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ­დი. იქ ცხოვ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია.

- გე­თან­ხ­მე­ბი, სტუმ­რის სტა­ტუ­სით მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია. შენ სტუმ­რის სტა­ტუ­სი გქონ­და?

- არა, სტუმ­რის სტა­ტუ­სი აღარ მქონ­და, რად­გან იქ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი და ვმსა­ხუ­რობ­დი. პატ­რი­არ­ქ­თან საკ­მა­ოდ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ერ­თ­მა­ნეთ­თან კარ­გი, გულ­თ­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ უცებ ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა მო­მინ­და და ამის შან­სი გა­მო­მიჩ­ნ­და თუ არა, გა­მო­ვი­ყე­ნე კი­დეც - მო­ნას­ტ­რი­დან შო­უ­ბიზ­ნეს­ში გა­და­ვუხ­ვიე.

- რით და­გა­ინ­ტე­რე­სა შო­უ­ბიზ­ნეს­მა? მით უფ­რო, რომ ახ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არის?

- მარ­თა­ლი ხარ, მაგ­რამ ახ­ლა ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან ვმე­გობ­რობ. მი­მაჩ­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია და არც აღ­ქ­მა და­მირ­ღ­ვე­ვია. უბ­რა­ლოდ, მო­ნას­ტ­რი­დან წა­მო­ვე­დი. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ეკ­ლე­სი­ას­თან შე­ხე­ბა აღარ მაქვს. მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­ვიც­ვა­ლე.

- თუ არ მოგ­წონ­და ეკ­ლე­სი­ა­ში ყოფ­ნა, რა­ტომ იყა­ვი იქ? გა­ძა­ლებ­და ვინ­მე?

- არა, ვინ და­მა­ძა­ლებ­და?! ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ბევრ რა­მე­ზე პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნ­და. მო­ნას­ტ­რის კედ­ლებს მიღ­მა, საკ­მა­ოდ ბევ­რი ცუ­დი რამ ხდე­ბო­და, რა­ზეც თვა­ლის და­ხუჭ­ვა არ შე­მეძ­ლო.

- მა­გა­ლი­თად?

- ბევ­რი იქ მცხოვ­რე­ბი შუ­რით არის შეპყ­რო­ბი­ლი. მო­ნას­ტერ­ში აფე­რის­ტო­ბა და მლიქ­ვ­ნე­ლო­ბაც არ არის უცხო ხი­ლი, მე კი ასეთ რა­ღა­ცებს ვერ ვე­გუ­ე­ბი და ამი­ტომ წა­მო­ვე­დი იქი­დან. თა­ნაც, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ფე­ხის მო­სა­კი­დებ­ლად არც მიწ­ვა­ლია - მხო­ლოდ ერ­თი ფო­ტო­სე­სია ჩა­ვა­ტა­რე და მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხ­დი. ამ ამ­ბავს ბე­რე­ბის­გა­ნაც დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. გა­უკ­ვირ­დათ, ასე რა­ტომ მო­ვი­ქე­ცი. ღმერ­თ­ზე ხში­რად ჩემს სა­ხელს ახ­სე­ნებ­დ­ნენ.

- და ეს მო­გე­წო­ნა?

- კი, ამით გარ­კ­ვე­უ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რე. ად­რე სულ შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი დავ­დი­ო­დი და უცებ, სრუ­ლი­ად გავ­შიშ­ვ­ლ­დი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ხალ­ხი ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ აღიქ­ვამ­და. რო­გორც ვე­ლო­დი, ბევრს ჩემ მი­მართ აგ­რე­სია გა­უჩ­ნ­და. ვი­ცო­დი, რომ ქვე­ბის სრო­ლას და­მიწყებ­დ­ნენ და ამის­თ­ვის მზად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად, იმ "კე­თი­ლის მსურ­ველ­მა" ნა­თე­სა­ვებ­მა გა­მა­ღი­ზი­ა­ნეს, რომ­ლებ­მაც ოჯახ­ში და­რე­კეს და დე­დას ჰკითხეს, - შე­ნი შვი­ლი რა ორი­ენ­ტა­ცი­ის არი­სო? ქარ­თ­ვე­ლებს ხომ უკ­ვირთ შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის და­ნახ­ვა.

- შე­ნი ასე­თი ნა­ბი­ჯი დე­დამ რო­გორ შე­ა­ფა­სა?

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. მო­ნას­ტერ­შიც სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­ვე­დი და იქი­და­ნაც ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით წა­მო­ვე­დი. ყო­ველ­თ­ვის იმას ვა­კე­თებ, რაც მინ­და. შე­საძ­ლოა, არ იყო სწო­რი ნა­ბი­ჯი ის, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­ლე­სი­ა­ში ვმსა­ხუ­რობ­დი და უცებ გავ­შიშ­ვ­ლ­დი, მაგ­რამ ასე მინ­დო­და. ამ ნა­ბი­ჯის გა­მო გუ­ლი არ მწყდე­ბა. გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, 10 წლის მე­რე ისევ ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის და ბე­რად აღ­კ­ვე­ცის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­დეს... სხვა­თა შო­რის, ცო­ტა ხნის წინ ორი ახალ­გაზ­რ­და, 18 წლის ბი­ჭი ბე­რად აღ­კ­ვე­ცეს, რაც არა მგო­ნია, კარ­გი იყოს. რა­ტომ? - მათ ასაკ­ში მეც ზუს­ტად იგი­ვე აზ­რე­ბი მქონ­და, რაც ახ­ლა მათ აქვთ, მაგ­რამ მე­რე სხვა რა­ღა­ცებ­ზე დავ­ფიქ­რ­დი. კი­დევ კარ­გი, ასეთ ასაკ­ში ბე­რად არ აღ­ვიკ­ვე­ცე, თო­რემ ახ­ლა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- ამ ასაკ­ში რა აზ­რე­ბი აქვთ ანუ ბე­რად აღ­კ­ვე­ცა რის გა­მო გსურ­და?

- 17 წლი­სას სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი მქონ­და, ამის ნე­ბა მომ­ცეს კი­დეც, მაგ­რამ სულ რა­ღაც მიშ­ლი­და ხელს. ამა­სო­ბა­ში დრო გა­ვი­და და მივ­ხ­ვ­დი, ბე­რად აღ­კ­ვე­ცა აღარ მინ­დო­და. არა­და, მო­ნას­ტერ­ში საცხოვ­რებ­ლად სწო­რედ ამ გან­ზ­რახ­ვით წა­ვე­დი... ნე­ტავ, ხალხს რა ჰგო­ნია ბე­რო­ბა? ალ­ბათ, მღვდლო­ბა ბევრს იმი­ტომ უნ­და, რომ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანა­ფო­რა ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას გაძ­ლევს.

- თა­ვის დრო­ზე შენც ამი­ტომ გინ­დო­და, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი გამ­ხ­და­რი­ყა­ვი? ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი