ლარი ბეწვის ხიდზეა - გამყარების რესურსი ამოწურულია

ლარი ბეწვის ხიდზეა - გამყარების რესურსი ამოწურულია

ეროვნული ვალუტა ბოლო 3 კვირაა 2,34-2,35-ის ფარგლებში ტრიალებს და შესაბამისად, გამოდის, რომ ლარმა ახალი წონასწორობის კურსი იპოვა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუკი ტურისტულად და ეკონომიკურად აქტიურ სეზონზე ლარს გამყარების მეტი რესურსი არ გააჩნია, შემოდგომისთვის სავარაუდოდ, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება.

რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას უახლოეს მომავალში, ამის პროგნოზი თითქმის წარმოუდგენელია. რამდენიმე კვირის წინ მთავრობის წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებდა, მაგრამ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ახლა ყველა იმის შიშით ცხოვრობს, რომ არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა თავქვე არ დაეშვას. ამას არც ფინანსისტები გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გაუფასურება მოსახლეობას და ეკონომიკას მორიგ დიდ დარტყმას მიაყენებს.

8 ივლისიდან დღემდე ლარი დოლარის მიმართ 2,33-2,35 ნიშნულის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულად აქტიური სეზონია, ფულადი ნაკადი შემოდის ქვეყანაში, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მაინც ვერ შეძლო. მთავრობასა და სებ-ში ამაზე კომენტარს აღარ აკეთებენ, მოსახლეობა გაღიზიანებულია, ბიზნესი - დამფრთხალი, ხოლო ფინანსისტები - დაბნეულნი. არანაირი მინიშნება თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო ან თუნდაც შორეულ მომავალში, არ კეთდება.

ფინანსისტები ამბობენ, რომ თუ ეს ლარის ახალი წონასწორობის კურსია, მაშინ შემოდგომის ბოლოს და განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში ეროვნული ვალუტის კურსის მორიგი დაცემა გარდაუვალი იქნება განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი