მერაბ კვირიკაშვილს ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ, დანარჩენები კვლავ მართვით სუნთქვაზე არიან

მერაბ კვირიკაშვილს ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ, დანარჩენები კვლავ მართვით სუნთქვაზე არიან

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

რაც შეეხებათ ავარიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მორაგბე - გიორგი ლომინაძეს, მის მეუღლეს და ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, როგორც AMBEBI.GE-ს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ისინი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ორჯონიკიძის განმარტებით, აღნიშნული სამი პირის მდგომარეობა უცვლელია.

"კვირიკაშვილს დღეს საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა. შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. თუ ყველაფერი ნორმაში იქნება, დღეს თუ არა, ხვალ გავწერთ. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კი კვლავ უცვლელია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებულნი და მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ შეიცვლება", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ, მათ შორის ერთ-ერთ მორაგბე გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნება.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი