ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გაათავისუფლა

ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გაათავისუფლა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გაათავისუფლა.

სამსახურიდან გათავისუფლდნენ გუნდის მსახიობები იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი. ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა არის მითითებული.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დასის ერთ-ერთი წარმომადგენელი საუბრობს, გათავისუფლებული პირები დავით კინწურაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ.

ასევე, გათავისუფლებულია სამხატვრო ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე გელაშვილი. მას შეთავსებული აქვს სცენის მენეჯერის პოსტი, რომელ პოზიციაზეც, რჩება.

აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, თანამდებობები უკვე დატოვეს თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ და იურისტმა კახა ასლანიშვილმა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს დაკავებული პოზიციების დატოვებისკენ მოუწოდებს. ამასთან, თუ, მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი