კულტურის სამინისტროსთან ოპერის თეატრის დასის წევრების აქცია იმართება

კულტურის სამინისტროსთან ოპერის თეატრის დასის წევრების აქცია იმართება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კულტურის მინისტრს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას სთხოვენ. მათი განცხადებით, კინწურაშვილმა რამდენიმე თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან გათავისუფლდნენ გუნდის მსახიობები იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა ძაბიძაშვილი. ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეშად დარღვევა არის მითითებული.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დასის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, გათავისუფლებული პირები დავით კინწურაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ. ასევე გათავისუფლებულია სამხატვრო ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე გელაშვილი, მას შეთავსებით აქვს სცენის მენეჯერის პოსტი, რომელ პოზიციაზეც რჩება. აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით თანამდებობები უკვე დატოვეს თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ და იურისტმა კახა ასლანიშვილმა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს დაკავებული პოზიციების დატოვებისკენ მოუწოდებს. ამასთან, თუ მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან აქციის მონაწილეები.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დასის რამდენიმე წარმომადგენელი შესაძლოა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრსაც შეხვდეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი