რუსთაველის თეატრის დირექტორმა კულტურის მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა

რუსთაველის თეატრის დირექტორმა კულტურის მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა

რუსთაველის თეატრის დირექტორმა, ირინა ყიასაშვილმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, კულურის მინისტრს შესაბამისი განცხადებით მიმართა.

ინფორმაციას ირინა ყიასაშვილიც ადასტურებს. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, კულტურის მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

"განცხადება ნამდვილად დავწერე, ასევე მსურს თეატრში შემოვიდეს აუდიტი. სხვას ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი განცხადებაში დავწერე და მინისტრის სახელზე სამინისტროში გადავაგზავნე",- განაცხადა ირინა ყისიაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთაველის თეატრის იურისტმა, ლაშა გოგინაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით ყასიაშვილი იკავებს დაკავებულ თანამდებობას, მისივე თქმით თეატრის მოქმედ დირექტორს აღნიშნულ გადაწყვეტილებასტან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატრონმა ირინამ მინისტრს თანამდებობის გადადგომასთან დაკავშირებით მიმართა თუმცა ჯერჯერობით ამ მოთხოვნას მინისტრის დასტური არ აქვს და ის ამჟამად რჩება დაკავებულ თანამდებობაზე. მას ჩემტან არანაირი კონსულტცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონია და სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ლაშა გოგინაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი