„წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში, სვანეთში 3 ათასი წიგნი გაიგზავნა

„წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში, სვანეთში 3 ათასი წიგნი გაიგზავნა

„წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში, დღეს, სვანეთში 3 ათასი წიგნი გაიგზავნა. „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნების შეგროვების აქცია გაიმართა. შეგროვებული წიგნები ამჯერად სვანეთის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ.

ღონისძიებაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მონაწილეობდნენ. მათ სვანეთში გასაგზავნ წიგნებში წერილები ჩადეს, რათა პირები, რომლებიც მათ საჩუქრად მიიღებენ, გამოეხმაურონ და წიგნების მეშვეობით იმეგობრონ.

„ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება. პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა. დღეს სვანეთში 3 ათასი წიგნი გავაგზავნეთ, რაც ადგილობრივებისთვის კარგი საჩუქარია“, - განცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, მოხარულია, რომ „ვისოლ ჯგუფს“ ამ პროექტის განხორციელებაში თავისი წვლილი შეაქვს. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებში სპეციალური ყუთებია განთავსებული.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე 150 ბიბლიოთეკაა ამ პროექტში ჩართული და ძნელად გამახსენდება პროექტი, რომელიც აზრს არ კარგავს და პირიქით, ძალას იკრებს. ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ, ვიყოთ ჩართულები ამ პროექტში. თითოეულ ადამიანს, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში თუნდაც ერთი წიგნი მოიტანა ჩვენს სავაჭრო ობიექტებში გულითად მადლობას ვუხდი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

„წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის", „პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სოფლების სასკოლო და ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი