ინგა გრიგოლია შვებულებას შეყვარებულთან ერთად გაატარებს - "არ მინდა დავბერდე"

ინგა გრიგოლია შვებულებას შეყვარებულთან ერთად გაატარებს - "არ მინდა დავბერდე"

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ინგა გრიგოლიასთან, რომელიც "პრაიმტაიმში" დაიბეჭდა.

- ინგა, შენ ხარ ქალი, რომელიც არასდროს მალავს ასაკს. სიბერეზე გიფიქრია?

- მიფიქრია და ძალიან ვნერვიულობ. ბოლო დროს, როცა კადრებს ვუყურებ, მგონია, რომ დავბერდი. იმდენად ვინერვიულე, რომ დიეტა დავიწყე. ჯანმრთელობის პრობლემებმა მოიტანა წონის მატება და ძალიან განვიცდიდი. სარკეში ჩახედვა არ მინდოდა. ათი კილოგრამი დავიკელი და გადავწყვიტე, რომ კიდევ ძალიან ბევრი ათი უნდა დავიკლო. ასაკმა შემაშინა. ერთი კილოთი მეტი უდრის + ერთ წელს. რა სასიამოვნოა სიბერე, არ მინდა დავბერდე. ვამბობდი 40 წლის რომ გავხდები, პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ-მეთქი. ვერ გავიკეთე. 45 წლის ასაკშიც ვერ მოვახერხე.

- რას გააკეთებ, როცა აღარ იქნები ტელეეკრანზე, გეყოლება შვილიშვილები…

- ძალიან კარგი სახლი მაქვს სოფელში, სადაც ხშირად მივდივარ ძაღლებთან ერთად. იქ გავატარებ ჩემს სიბერესაც, ალბათ. ძალიან მიყვარს წიგნები, მექნება ბევრი წიგნი და ვიკითხავ ბევრს.

- შვებულებას სად გაატარებ?

- შეყვარებულთან ერთად წავალ აუცილებლად, დასვენება ძალიან მჭირდება. წინ არჩევნებია.

ნინო მჭედლიშვილი

წყარო: primetimenews.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი