30-31 ივლისს თბილისი მოლში კულინარიული ფესტივალი გაიმართება

30-31 ივლისს თბილისი მოლში კულინარიული ფესტივალი გაიმართება

30-31 ივლისს თბილისი მოლში კულინარიული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან ქართული და უცხოური რესტორნები, კაფე-ბარები, საკონდიტროები, სწრაფი კვების ობიექტები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა აქტივობა: დეგუსტაციები, კულინარიული რინგი, შეფ-მზარეულების მასტერკლასები, პრეზენტაციები, ბარ-შოუ და სხვა.

პროექტის მიზანია მომხმარებელთა ფართო აუდიტორიისთვის სხვადასხვა სახეობის კერძებისა და პროდუქციის წარდგენა, რაც თავის მხრივ გულისხმობს წარდგენილი კომპანიების პოპულარიზაციასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას. კულინარიული ფესტივალი სხვადასხვა აქტივობით მონაწილე კომპანიებს ხელს შეუწყობს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების დადებითი მხარეების მაქსიმალურად წარმოჩენაში.

„კულინარიული ფესტივალი“ 30-31 ივლისს დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე გაიმართება. პროექტის მიმდინარეობისას მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ან უშუალოდ მონაწილე კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქტსა და მომსახურებაზე.

„კულინარიული ფესტივალის“ საინფორმაციო მხარდამჭერია ჟურნალი „გემრიელი“ და gemrielia.ge.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი