როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში- ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში- ვრცელი პროგნოზი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში ძლიერი წვიმა იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, სამეგრელოს და ნაწილობრივ იმერეთის რაიონებში, ასევე რაჭაში ამ წუთებში ძლიერი წვიმაა. ნალექის ინტენსივობა ნაწილობრივ შესუსტდება, თუმცა არ შეწყდება და ღამის საათებშიც გაგრძელდება.

დღეს წვიმდა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ახალქალაქში კი სეტყვა დაფიქსირდა.

არამდგრადი ამინდი საქართველოში თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, თუმცა საღამო საათებში იწვიმებს.

ამასთან, 31 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით წვიმაა მოსალოდნელი.

თვის ბოლომდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 27-29 გრადუსი იქნება; იმერეთსა და სამეგრელოში - 30-32 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში შიდა ქართლში 27-29 გრადუსი; ქვემო ქართლში - 30-32 გრადუსი; კახეთში - 31-33 გრადუსი.

თბილისში ხვალ 28 გრადუსია მოსალოდნელი; 30-31 ივლისს - 30 გრადუსი. დროგამოშვებით კი დღის მეორე ნახევარში მცირე ხანმოკლე წვიმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი