"ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლის სტატუსით" - გვანცა დარასელია დედისა და მეუღლის ამპლუაში

 "ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლის სტატუსით" - გვანცა დარასელია დედისა და მეუღლის ამპლუაში

"სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია ზაფხულს თიანეთში - საკუთარ სოფელში ატარებს. უყვარს იქაურობა და ბედნიერია, რომ წელიწადის ცხელ სეზონზე მისი შვილიც იქ ისვენებს, სადაც თავად იზრდებოდა. გვანცას მეუღლე, ვახო მჭედლიძე, ცოტა ხნის წინ "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა და კენჭს ლაგოდეხის რაიონში იყრის. ტელეწმაყვანს ზაფხულზე და მეუღლის ახალ საქმიანობაზე ვესუბრეთ.

- როგორც წესი, ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ერთი კვირით მაინც ჩავიდე ჩემს სოფელში - თიანეთში, ამ წუთშიც აქ ვარ. ჩემი შვილი და ძმისშვილები ყირაზე გადადიან, ერთად ყოფნა ძალიან უყვართ, თან გრილა, დიდი ეზო გვაქვს და კარგად ერთობიან. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა შენი შვილიც იმ სახლში ისვენებს, იქ თამაშობს, სადაც შენ ხარ გაზრდილი. პირადად მეც, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს და ბავშვებიც კმაყოფილები არიან.

- სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე ფოტო წარწერით "ყველაზე იაფფასიანი გართობა", ფოტოზე კი აღბეჭდილი იყვნენ ბავშვები წყლით სავსე "ტაშტებში", მათ შორის იყო ერეკლეც. მოეწონათ ჩვენი თაობის გასართობი პატარებს?

- კი, მოეწონათ. ადრე გვქონდა გასაბერი აუზი, მაგრამ ვერ იყოფდნენ და იყო ერთი ამბავი, აწუხებდნენ ერთმანეთს, ამიტომ მერე მოვიფიქრეთ, რომ სათითაოდ, გაგვემზადებინა ბავშებისთვის სახელობითი "ლახანკები"... რომ ჩამოვედით, "აღჭურვილობა" დაგვახვედრეს, ყველას თავისი ზომის "ლახანკა" აქვს, უკვე დგას მზეზე წყლით სავსე "ტაშტები" და ელოდებიან ბავშვები საღამოს, მზით გამთბარ წყალში რომ ითამაშონ. პრინციპში, აქ მდინარეც ახლოსაა, მაგრამ გრილი ამინდების გამო ვერ დავდივართ. ისე კარგად ერთობიან, მგონია, რომ ამაზე მეტად დიდ აუზშიც კი ვერ იხალისებდნენ.

- დედათქვენის და ერეკლეს ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა, ალბათ აბასთუმანშია გადაღებული... თვალებით ძალიან გვანან ერთმანეთს...

- დედაჩემმა რამდენიმე დღით ჩააკითხა და კარგად გაერთნენ. რაც შეეხება მსგავსებას, ერეკლეს აქვს დიდი თვალის ჭრილი, ისეთი როგორც გვაქვს ჩვენ - დედას, ჩემს ძმას. შესაბამისად, ამსგავსებენ თვალებით და დედას ეს ძალიან ახარებს ხოლმე. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი