როგორი იქნება ავტობაზა დიდ დიღომში, რომელიც 377 ავტობუსზეა გათვლილი

როგორი იქნება ავტობაზა დიდ დიღომში, რომელიც 377 ავტობუსზეა გათვლილი

დიდ დიღომში ახალი მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობა დაიწყო.

ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დაგის" სპეცტექნიკა მუშაობს. 6 ჰექტარ ფართობზე ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა.

ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. პროექტის მშენებლობა თებერვალში დასრულდება და პირველ ეტაპზე იქ გერმანული კომპანიის "მანი" 143 ახალ, თანამედროვე ავტობუსებს მოემსახურებიან.

ახალი ავტობაზის მშენებლობისთვის 13 მლნ ლარი დაიხარჯება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის უფროსებთან ერთად ჩადო.

დავით ნარმანიას თქმით, პირველი 10 ავტობუსი თბილისში სექტემბერში შემოვა. შემდეგ კი ეტაპობრივად - სხვა დანარჩენი.

შესაბამისად, გაზაფხულზე ავტობაზის მშენებლობის დასრულებასთან ერთად, თბილისში 143 თორმეტმეტრიანი, ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესიც დასრულდება. დიდი დიღომის ავტობაზაში ავტობუსების საწვავით უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება და შემოწმება მოხდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი