"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპული აბები რეცეპტების გარეშე იყიდება, საკადრის პასუხს მიიღებენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" აკა სინჯიკაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სინჯიკაშვილი დაინტერესდა რა გეგმა აქვს შემუშავებული ჯანდაცვის სამინისტროს იმისათვის, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა მოგვარდეს.

აკა სინჯიკაშვილი:

ჩემი ინფორმაციით ჯარიმა არ არის ისეთ მაღალი, რომ აფთიაქმა გადახდა ვერ მოახერხოს. თუ შეამჩნევენ, რომ უნებართვოდ ყიდის წამალს ხურავენ, თუმცა ის იურიდიული პირი ხსნის ახალ შპს-ს და იწყებს ახლიდან საქმიანობას. მაინტერესებს, თუ არის რამე ღონისძიება არის დაგეგმილი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. უკვე ძალიან მძიმე სიტუაციაა. მე სოციალურ საქმიანობას ვეწევი, ხშირად ვეხმარები ადამიანებს, მაქვს მათთან ხშირი შეხება და კვირა არ გავა, რომ ორი-სამი შემთვევა არ იყოს ისეთი, როდესაც ადამიანი ამ ტაბლეტების მიღების შედეგ ჩემს დახმარებას საჭიროებს. ესენი არიან ძირითადად თინეიჯერები, 14-დან 22 წლამდე ასაკის ადამიანები, ორივე სქესის. ამ ტაბლეტების მიღების გამო გარდაიცვალა ათობით ადამიანი. რაც შეეხება აფთიაქებს, ნახალოვკაში, ჩემს გაშემო 6 აფთიაქია, სადაც იყიდება ეს წამლები. მე შემიძლია 30 აფთიაქი მარტო ჩუღურეთში გაჩვენოთ, სადაც წამლებს ურეცეპტოდ ყიდიან.

დავით სერგეენკო:

ჩვენ ვსაუბრობთ სააფთიაქო ნარკომანიაზე, რომელიც სპეციფიური მიმართულებაა. მე ვგულისხმობ დინამიკას, თუ რა ხდებოდა გასულ წლებში. არსებობდა სისტემური პრობლემა, როდესაც ნებისმიერ აფთიაქში შეგეძლოთ ნებისმიერი მედიკამენტის შეძენა. ეს ხდებოდა მთელი ქვეყნის მასთააბით. შემდეგ 2014 წელს განხორციელდა ცვლიებები, მაგალითად რეცეპტების აღდგენა. ეს მტკივნეული პროცესი იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის. რა შედეგები მოგვცა ამან - თუ ეს იყო სისტემური პრობლემა, ის გადაიქცა ერთეულოვან პრობლემად. დღეის მდგომარეობით გვაქვს 20-დან 25-მდე აფთიაქი, სადაც შეინიშნება არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რეციდივები. სააფთიაქო ნარკომანია ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ, პირველი სააფთიაქო ინტრავენული ნარკომანია, როდესაც ინტრავენულ ნარკოტიკებს ამზადებდნენ სხვადასხვა წამლებით. მეორე არის აბები. ინტრავენულს რაც შეეხება, ეს არის კრაკადილი, ვინტი, ჯეფი და ა.შ., რომელიც 95%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება აბებს, 2014 წლის რეფორმების შემდეგ მათი მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტენდენცია გაჩნდა. ეხლა გეტყვით რა არის დღევანდელი პრობლემა და რა არის პრობლემის გადაჭრის გზები. ვისაუბროთ ჯარიმებზე, განმეორებითი ჯარიმები გავლენას ვერ პოულობს, მაგრამ არასაკმარისია აშკარად. რას ვაკეთებთ ამ მხრივ.  ორშაბათს ალბათ გვექნება გეგმა, რომელიც მომავალში რეალიზდება. თუმცა გიდასტურებთ, რომ დასახელებული აფთიაქებიდან ყველაზე არაკეთილსინდისიერი ქცევა მიიღებს თავის საკადრის პასუხს და ვფიქრობ, აბების ჯგუფშიც შევძლებთ ჩამოვიდეთ იმ ნიშნულზე, რაც ინტრავენტულის შემთხვევაში არის. საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფერს სრულად ვერ ავკრძალავთ, რადგან პაციენტს სჭირდება. სააფთქიაო ნარკომანია ეს არის, რომ პაციენტს სჭირდება და არამიზნობრივადაც იყენებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი