"გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა, ზღვაში გული გაუსკდა!" - რამ შეიწირა 19 წლის დათა მღებრიშვილი

"გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა, ზღვაში გული გაუსკდა!" - რამ შეიწირა 19 წლის დათა მღებრიშვილი

"სიყვარული" - 19 წლის დათა მღებრიშვილმა "ფეისბუქში" საკუთარ ფოტოს ეს სიტყვა დააწერა. სამწუხაროდ, ეს მისი უკანასკნელი ფოტო აღმოჩნდა. სურათი 25 ივნისს ბათუმიდანაა ატვირთული. დათა იქ ისვენებდა. იმ დღიდან მას ახლობლები და ოჯახის წევრები ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ცხედარი მაშველებმა ბათუმში, ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციიით, დათა მღებრიშვილმა თავი მოიკლა. ამას მისი ახლობლები და მეგობრები გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დათას მეგობრების თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მას წყალში გული გაუსკდა და სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეგობრები ჟურლან "სარკეს" ესაუბრნენ.

იხილეთ ვიდეო| "მე წავალ მალე, დარჩები მარტო" - დათა მღებრიშვილის უკანასკნელი ლექსი

თამო, დათას მეგობარი: დათას ერთი წელი ვიცნობდი. ძალიან მხიარული, თბილი ადამიანი იყო. გართობა ძალიან უყვარდა. ხშირად არ ვნახულობდი, რადგან ბევრი მეგობარი ჰყავდა, თუმცა ყველასთვის სათანადოდ ანაწილებდა დროს. სულ უნდოდა, მელაპარაკა, ღამე გვიან დამირეკავდა ხოლმე, თამო, მელაპარაკეო.

- რა იცით, რა შეემთხვა დათას?

- ზღვაში შევიდა და, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გული გაუსკდა. ცურვა არ იცოდა, თან ნასვამ მდგომარეობაში იყო.

- ამბობენ, შესაძლოა თავი მოიკლაო. "ფეისბუქზე" თავისი ფოტოც აქვს დადებული, რომელსაც აწერია _ "სიყვარული". ბევრს გაუჩნა ეჭვი, რომ წინასწარ გეგმავდა ამას...

- არ ვიცი, არ მინდა ის ვიფიქრო, რასაც ყველა ფიქრობს. დათას იმდენად უყვარდა ცხოვრება, მეგობრები, გართობა, არ მგონია ეს განზრახ გაეკეთებინა ან შეიძლება არ მინდა, მეგონოს.

- რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა თქვენს მეგობარს?

- არანაირი პრობლემა არ ჰქონია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით.

- ვინ არიან მისი ოჯახის წევრები?

- დედა, მამა და ორი უფროსი და. სახლიდან ყოველ დილით ისე არ გავიოდა, დედისთვის რომ არ ეკოცნა, არ დამშვიდობებოდა. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს დათამ განზრახ ჩაიდინა.

დათას მეგობარი: მე და დათა მესამე კლასიდან ერთად მოვდიოდით. ფაქტობრივად სულ ერთად ვიყავით. ძალიან სხვანაირი იყო, ყველაფრის თქმა პირდაპირ იცოდა.

მამა თეიმურაზის მრევლი იყო. მამა თეიმურაზი ახლა ძალიან ცუდადაა. მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მოძღვარი ყველანაირად ედგა გვერდში. ერთი პერიოდი დათა სტიქაროსანიც იყო. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს დათამ გოგოს გამო მოიკლა თავი. ეს გამორიცხულია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავი კი არ მოიკლა, გული გაუსკდა. მით უმეტეს, გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

"ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი სიყვარულია, ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენ სამსახურში" - რას წერს იუბილარი კალაძე "ფეისბუქზე"?

ხვალ საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე