"რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა..." - უმძიმეს ავარიაში გადარჩენილ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება

"რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა..." - უმძიმეს ავარიაში გადარჩენილ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება

გორის "დილას" ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე 8 ივნისს უმძიმეს ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ჩიორას (თექთურმანიძის მეტსახელი) ავტომობილი ნაწვიმარ გზაზე მოცურდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და ბოლოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო და სატვირთო ავტომანქანებს დაეჯახა. ფეხბურთელი საავადმყოფოში უმძიმესი ტრავმებით მოათავსეს, ის 23 დღის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო.

გიორგის მეუღლე, მომღერალი ანი ღონღაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ფეხბურთელის ამჯამინდელი მდგომარეობის შესახებ ყვება:

"როცა გააღვიძეს, პირველად მე ვნახე. მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი და უაზრო მზერით იყურებოდა. ლაპარაკის მცდელობაც არ ჰქონდა. რამდენიმე კვირის მერე კი "არა"-ზე თავის ოდნავ ამოძრავება და "კი"-ზე თვალების დახუჭვა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა, მაგრამ რთულია, გაარკვიო, რას ამბობს, მხოლოდ ჩურჩულებს.

ტვინში სისხლჩაქცევები ბოლომდე გაიწოვა, უბრალოდ დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენა უნდა მოხდეს. ცოცხალს რომ ვუყურებ, ყველაფრის სტიმული მეძლევა. ახლა სჭირდება ჩიორას გვერდში დგომა და არ მინდა, ჩემს თვლაზე ცრემლი დაინახოს...

ძალიან გახდა. ხანდახან სკამზე დავსვამთ ხოლმე, დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს. მასაჟისტი, ლოგოპედი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი სახლში დადიან და მკურნალობენ. გიორგის საზღვარგარეთ რეაბილიტაცია სჭირდება. მონაცემები გერმანიის რამდენიმე კლინიკაში გადავაგზავნეთ და პასუხებიც მოვიდა. ერთი კურსი 40 000 ევრო ჯდება, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რამდენი კურსი იქნება საჭირო მისი გამოჯანმრთელებისთვის. იმედი მაქვს, მკურნალობის სრული კურსის მერე თამაშს გააგრძელებს.

გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად "საქართველოს ბანკში" ანგარიშის ნომერია გახსნილი:

GE45BG0000000647804800 მიმღები: გიორგი თექთურმანიძე

"მაგთის" და "ჯეოსელის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0 901 801 935, "ბილაინის" - 0 901 701 126

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი