თბი­ლი­სე­ლე­ბის და­კარ­გუ­ლი სა­გან­ძუ­რი და ძვე­ლი თა­ო­ბის ნოს­ტალ­გია

თბი­ლი­სე­ლე­ბის და­კარ­გუ­ლი სა­გან­ძუ­რი და ძვე­ლი თა­ო­ბის ნოს­ტალ­გია

2013 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, "ვე­რის­ბა­ღე­ლებ­მა" წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და თხოვ­ნით მი­მარ­თეს იმ­ჟა­მინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს: დაგ­ვიბ­რუ­ნეთ ჩვენ­თ­ვის სა­ა­მა­ყო "ლა­ღი­ძის წყლე­ბი", რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობ­დაო. ეს ხომ ის ად­გი­ლია, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი არა მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი წყლის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად და­დი­ოდ­ნენ, არა­მედ ეს იყო შეხ­ვედ­რე­ბის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი და რო­ცა თბი­ლის­ში უცხო­ე­ლი ჩა­მო­დი­ო­და, პირ­ველ რიგ­ში, სტუ­მა­რი სწო­რედ იქ მიჰ­ყავ­დათ მას­პინ­ძ­ლებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წყლის და­გე­მოვ­ნე­ბის შემ­დეგ უცხო­ე­ლე­ბი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ ფა­რავ­დ­ნენ...

პრო­ფე­სო­რი გუ­რამ ტა­ტიშ­ვი­ლი სწო­რედ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ გვეწ­ვია რე­დაქ­ცი­ა­ში. მა­საც ისე­ვე აწუ­ხებს ნამ­დ­ვი­ლი "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" და­კარ­გ­ვა, რო­გორც თით­ქ­მის ყვე­ლა ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, ახალ­მა თა­ო­ბამ კი ამ გა­ზი­ა­ნი წყლის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი იცის. მარ­თა­ლია, ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი წყა­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­წო­დე­ბით დღე­საც იყი­დე­ბა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ მი­სი შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლე­ბურ­თან...

- 1960 წელს სულ რა­ღაც, 2-3 თვის და­ნიშ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი თბი­ლი­სის ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ორ­თო­პე­დი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რად (მა­შინ ეს იყო სა­კავ­ში­რო რე­კორ­დი - 29 წლი­სა უკ­ვე ასეთ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვი­ნიშ­ნე). მითხ­რეს, ქა­ლა­ქის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პარ­ტი­ის სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, გი­ორ­გი გე­გე­ში­ძე გი­ბა­რებ­სო. საქ­მი­ა­ნი და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. გა­მიკ­ვირ­და, ჩემ­გან რა უნ­და-მეთ­ქი? იმ დროს და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად და თავ­ზე ხე­ლის გა­და­სას­მე­ლად იშ­ვი­ა­თად თუ და­გი­ბა­რებ­დ­ნენ, საჩხუბ­რად და თი­თის და­საქ­ნე­ვად - უფ­რო ხში­რად. ჰო­და, ვი­ფიქ­რე, - ნე­ტავ, რა და­ვა­შა­ვე ამ 2-3 თვე­ში-მეთ­ქი? თუმ­ცა, რო­ცა მას­თან გა­მოვ­ცხად­დი, მი­სი მდი­ვა­ნი ისე შემ­ხ­ვ­და, მივ­ხ­ვ­დი, ჩემს თავს ცუ­დი არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მითხ­რა, - გი­ორ­გი ან­დ­რე­ე­ვი­ჩი გე­ლო­დე­ბა­თო და კა­ბი­ნეტ­ში შე­მიძღ­ვა.

გი­ორ­გი ან­დ­რე­ე­ვი­ჩი უშუ­ა­ლო კა­ცი იყო. მას­თან მა­ნამ­დე მხო­ლოდ ერ­თხელ მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა: რო­ცა ცე­კას ბი­უ­რო­ზე დი­რექ­ტო­რად უნ­და და­ვემ­ტ­კი­ცე­ბი­ნეთ, გე­გე­ში­ძემ მკითხა, - ჩვენ­გან რა­მე ხომ არ გჭირ­დე­ბაო? ვუ­პა­სუ­ხე: მთე­ლი თვეა, რაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დავ­დი­ვარ და ერთ რა­მეს ვერ მო­ვერ­გე, ჯერ­ჯე­რო­ბით-მეთ­ქი. - რას გუ­ლის­ხ­მო­ბო? - და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იწყებს მუ­შა­ო­ბას 10 სა­ათ­ზე. სტა­ცი­ო­ნარ­ში 350 ავად­მ­ყო­ფი გვი­წევს. ათ­ზე რომ დი­ლის კონ­ფე­რენ­ცია იწყე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც გრძელ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გვე­ლო­დე­ბი­ან და ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. არა­და, ეს მო­ლო­დი­ნი 12 სა­ა­თამ­დე მა­ინც იწე­ლე­ბა. თა­ნაც, ხომ იცით, ანა­ლი­ზი რის­გან კეთ­დე­ბა და ზო­გი­ერ­თი ამა­სო­ბა­ში ყროლ­დე­ბა კი­დეც. ჰო­და, იქ­ნებ სა­მუ­შაო დღე 9 სა­ათ­ზე და­ვიწყოთ-მეთ­ქი. - მე­რე, რა გიშ­ლით ხელს ამა­შიო? - ქა­ლა­ქის საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბაა, რომ ტრან­ს­პორ­ტის გან­ტ­ვირ­თ­ვის მიზ­ნით, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი 10 სა­ათ­ზე იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ე­ბი კი 9-ზე, მაგ­რამ ყვე­ლა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ზე მე­ტი პა­ცი­ენ­ტი ჩვენ გვყავს და ვერ ვხვდე­ბი, ეს რა ლო­გი­კაა-მეთ­ქი? - სამ­სა­ხურ­ში რომ მიხ­ვალთ, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი გა­აფ­რ­თხი­ლეთ და ერ­თი კვი­რის ვა­და მი­ე­ცით, რომ ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი მო­აგ­ვა­რონ (შვი­ლე­ბის ბაღ­ში, სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნის პრობ­ლე­მა და ა.შ.). მე­რე ვინ­მე თუ შე­გე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბათ, ჩემ­თან გა­მოგ­ზავ­ნე­თო. იმ დღეს გა­ხა­რე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი