"გარდაცვლილი კნუტები და ლეკვები, ცოცხლებთან ერთად იყვნენ" - რა ხდება ცხოველთა თავშესაფარში, რომლის ფოტოებმა სოციალური ქსელი შეძრა

"გარდაცვლილი კნუტები და ლეკვები, ცოცხლებთან ერთად იყვნენ" - რა ხდება ცხოველთა თავშესაფარში, რომლის ფოტოებმა სოციალური ქსელი შეძრა

ბათუმის ცხოველთა თავშესაფარ "სევერის" ტერიტორიაზე, ქალაქის მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა რაულ ხალვაშმა და ზაირა ნადირაშვილმა გარდაცვლილი კნუტები და ლეკვები დააფიქსირეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ZooClub.ge ფოტოების ავტორებს დაუკავშირდა და გაარკვია, როდის და რა ვითარებაში გადაიღეს მათ ცხოველთა თავშესაფარი:

ზაირა ნადირაშვილი:

"24 ივლისს სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ცხოველთა თავშესაფარში, იპოდრომზე ცხენებზე საჯირითოდ ვიყავით მე და ჩემი შვილები, შემდეგ გავისეირნეთ და გადავწყვიტე იქვე არსებულ ცხოველთა თავშესაფარში ბავშვებს ვაჩვენებდი კნუტებს და ლეკვებს. ვერ წარმომედგინა, რომ ეს სურათი დამხვდებოდა. კატასტროფული მდგმარეობა იყო. საკვები რომ არ ჰქონდათ ცხოველებს და ჭურჭელი დაობებული იყო ეს არაფერი, გარდაცვლილი კნუტები და ლეკვები, ცოცხალ კნუტებთან ერთად იყვნენ ერთ გალიაში მოთავსებული. ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე იმ დღეს იმიტომ, რომ დაცვის გარდა არავინ იყო ადგილზე. 3 დღის მერე ისევ მივბრუნდი, ჩემს მეუღლეს ვთხოვე იქნებ გამომყვე და შენც ნახო მეთქი. უფრო უარესი მდგომარეობა დამხვდა, რადგან მკვდარი ცხოველები უკვე გახრწნილლი იყო", - აღნიშნა ზაირა ნადირაშვილმა.

რაულ ხალვაში:

"სპეციალურად მივედით მესამე დღეს, დაგვაინტერესა ამჯერად რა სურათი დაგვხვდებოდა, მაგრამ არანაირი ვლილება არ ყოფილა. მკვდარი კნუტები და ლეკვები იყვნენ იმ გალიებში, სადაც ცოცხალი ცხოველებიც ცხოვრობდნენ. საკვები არ ჰონდათ არც წყალი, მოუვლელი და საშინელი მდგომარეობა იყო. რადგანაც რეაგირება არ იყო, გადავწყვიტეთ სოციალური ქსელით გაგვევრცელებინა ინფორმაცია. გუშინ ავტვირთეთ ფოტოები და დღეს უკვე ყველა მედია საშუალება გვირეკავს. უბრალო მოქალაქეები ვართ, რომლებსაც გვიყვარს ცხოველები და ამ ფორმით ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადეთ", - აღნიშნა რაულ ხალვაშმა.

"სევერის" მთავარი ექიმი ეკატერინე კუპატოვა არ უარყოფს, რომ თავშესაფარში ცხოველების გარდაცვალება ფიქსირდება. განმარტავს, რომ თავშესაფარში ძირითადად ქუჩიდან აყვანილი ძაღლები ხვდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხშირ შემთხვევაში გართულებულია:.. განაგრძეთ კითხვა+იხილეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი