დედის დალომბარდებული ძვირფასეულობიდან სამშენებლო კომპანიამდე - 32 წლის ქართველი ბიზნესმენის წარმატების ისტორია

დედის დალომბარდებული ძვირფასეულობიდან სამშენებლო კომპანიამდე - 32 წლის ქართველი ბიზნესმენის წარმატების ისტორია

რა გზა განვლო ახალგაზრდა ბიზნესმენმა იმპორტირებული ფეხსაცმელების ვაჭრობიდან სამშენებლო ბიზნესში ფუნდამენტის გაჭრამდე? - სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილია წულაიამ წარმატებული ბიზნესის ისტორიაზე გადაცემა "ბიზნეს PRESS"-ში ისაუბრა.

- საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენი ხართ, სულ რაღაც 32 წლის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ასაკისთვის, მიღწევა, რომელიც ამ ეტაპზე ბიზნესში გაქვთ, საკმაოდ დიდია? რას "აბრალებთ" ბიზნესში წარმატებას?

- ცოტა რთული შესაფასებელია, რამდენად სერიოზულია წარმატება ასაკთან მიმართებაში, მაგრამ პრინციპში ბიზნესში, 22-23 წლის ასაკიდან ჩართული ვარ.

- მოდით, დეტალურად ვისაუბროთ ბიზნესში თქვენს ყოველ ნაბიჯზე. ვიცი, რომ თქვენი პირველი საქმიანობა ფეხსაცმელების იმპორტი და ვაჭრობა იყო. ეს საქმიანობა როდის დაიწყეთ?

- ეს სტუდენტობის პერიოდში, დაახლოებით 2002-2003 წლებში იყო. ამ დროს საქართველოში გაცილებით მძიმე სიტუაცია იყო, ვიდრე დღევანელ დღეს არის. როგორც წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია 16-17 ლარი მქონდა. სტუდენტობასთან და სწავლასთან ერთად პატარა ბიზნესის გაკეთება გადავწყვიტე. პირველ ეტაპზე ფეხსაცმელების იმპორტი დავიწყეთ. ბაქოდან შემოგვქონდა. ჩემს ძმას ვაგზავნიდი, რომელიც პატარა იყო, დაახლოებით 16-17 წლის. წესით საზღვარი არც უნდა გადაეკვეთა.

- ბაქო რატომ შეარჩიეთ - მანძილის გამო თუ უფრო ნაკლები ჯდებოდა იქ წასვლა? მაგალითად, თურქეთი რატომ არა?

- იმ ეტაპზე ძირითადად იაფი საქონელი იყო. თან მოკლე მანძილზეა შედარებით. რა თქმა უნდა, იქაც ჩინური საქონელი იყო. თან კაპიტალსაც ხომ გააჩნია?!

- რამდენი გქონდათ საწყისი კაპიტალი?

- ზუსტად არ მახსოვს. ალბათ, 1 000- 2 000 დოლარი. ისიც დედაჩემს ვესესხე. მისი ძვირფასეულობა დავალომბარდე  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი