"დედებო, შვილები ცემას და შეურაცხყოფას არასდროს გაპატიებენ"

"დედებო, შვილები ცემას და შეურაცხყოფას არასდროს გაპატიებენ"

ჩვენს საიტზე ყოველთვის განსაკუთრებული გამოხმაურება აქვს სტატიებს, სადაც მშობლებისგან გულნატკენი შვილების ამბებია აღწერილი. ეს შვილები დღეს თავად არიან მშობლები ან ბებია-ბაბუები, მაგრამ მშობლების წყენა იმდენად ღრმად აქვთ გულში, რომ საოცარ, სულისშემძვრელ ამბებს იხსენებენ. ესეც ერთ-ერთი გამოხმაურებაა სტატიაზე "ფიზიკური დასჯა ბავშვის თვალებით - ყველა მშობლის საკითხავი".

"40 წლის ქალი ვარ, დედა 60-ის. მთელი ბავშობა მცემდა, საზიზღარს, საშინელს მახინჯს და კიდე უამრავ რამეს მეძახდა. მეუბნებოდა რომ არ ვიყავი სიხარულის ღირსი და არ გავიხარებდი. უბედური იქნებოდა ის ოჯახი სადაც მე შევიდოდი. არასოდეს არ ჯეროდა ჩემი სიმართლის, ყოველთვის და ყველგან მე მამტყუნება. ცამდე მართალიც რომ ვყოპილიყავი. ეს ხდებოდა იმიტომ რომ არ მოწონდა ჩემი დალაგებული, თვითონ არასოდეს არ ალაგებდა. არ მოწონდა როცა მის უაზრო ფულის ფლანგვას ვეწინააღმდეგებოდი და სახლში ლამაზი ფარდის ან თეფშის ყიდვას ვთხოვდი. კარებისკენ გაიშვირდა თითს და მეუბნებოდა რომ მივბრძანებულიყავი თუ მისი წესები არ მომწონდა. აი ესე დავკარგე თავის რწმენა. 30 წლის გაუთხოვარი გადმოვიხვეწე საქართველოდან. ვირივით ვმუშაობ და მთელ ფულს მას ვუგზავნი რომ ჩემსავით დაკომპლექსებული და დანევროზებული და, რომელიც 10 წელია ნევროპათოლოგთან ინტენსიურად მკურნალობს, და დედას არაფერი მოვაკლო. არაფრით არ გამიხარია აქამდე, მარტო ვწვალობ და სულ მათ ვუგზავნი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი