ილია მეორე - ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის

ილია მეორე - ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის

ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვაზე განაცხადა.

"რამდენი ლოცვა აღევლინა აქ წმინდა ნიკორწმინდაში, რამდენი სისხლი დაღვრილა, რამდენი ცრემლი დაღვრილა. და აი დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ტაძრის 1000 წლისთავს. ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის", - ბრძანა ილია მეორემ.

ნიკორწმინდის შემდეგ, პატრიარქმა ამბროლაურში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აკურთხა.

"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა კიდევ ერთი ტაძრის აშენების. მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით", -აღნიშნა ილია მეორემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი