თბილისის რომელ ქუჩებზეა ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

თბილისის რომელ ქუჩებზეა ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ჰაერის დაბინძურება იმ ძირითად გამოწვევებს შორისაა, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უმთავრესად ავტოტრანსპორტი იწვევს. მრავალი კვლევით დადგინდა, რომ თბილისში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ძველ მანქანებს ხშირ შემთხვევაში არც აქვთ, კონვერტერი (იგივე გარდამქმნელი), რომელიც ზოგიერთი მავნე ნივთიერების გამოყოფას შეამცირებდა. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ გააჟღერა ინიციატივა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ, თუმცა აღნიშნული საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო.

როდესაც ხელისუფლების ვალდებულებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ საქართველოსა ევროკავშირს შორის 2014 წელს მოწერილი ხელშეკრულებაც, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება გაატაროს რეფორმები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

ჰაერის დაბინძურების საკითხი მთელი სიმწვავით განსაკუთრებით მაშინ დგება, როცა იმ ზიანზე ვიღებთ ინფორმციას, რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს. ამერიკის გარემოს ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, იმ დაავადებების ჩამონათვალი, რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს საკმაოდ გრძელია. ატმოსფერული ჰაერის დაბნძურება იწვევს ასთმას, ფილტვის კიბოს. ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალაქებში სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15-20%-ით მაღალია სუფთა ქალაქებთან შედარებით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი