2008 წლის აგვისტოს ომი ციფრებში

2008 წლის აგვისტოს ომი ციფრებში

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელიწადი გავიდა... ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში შეგვიძლია ვნახოთ, რა ადამიანური და მატერიალური ზარალი მიადგა საქართველოს 2008 წლის 5-დღიანი ომის შედეგად:

"საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველო კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეადგენს 1045-ს.

დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა - 2 232, აქედან 1045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილ/დაშავებული საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები სულ - 1045:

I ქვეითი ბრიგადა - 58

I საარტილერიო ბრიგადა - 25

I I ქვეითი ბრიგადა - 251

I I საარტილერიო ბრიგადა - 6

I I I ქვეითი ბრიგადა - 51

IV მექანიზირებული ბრიგადა - 271

V ქვეითი ბრიგადა - 25

ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი - 116

საინჟინრო ბრიგადა - 7

ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი - 64

ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბარალიონი - 78

ცალკეული სამედიცინო ბატალიონი - 1

სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება - 46

სამხედრო საჰაერო ძალები - 11

სამხედრო საზღვაო ძალები - 31

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი - 4

2008 წლის ომმა საქართველოს 26 000-მდე დევნილი შემატა. დღეს საქართველოში უკვე 263 598 დევნილია.

2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება არ სრულდება:

1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა

2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა

3. ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა

4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ ჩვეული დისლოკაციის ადგილებს

5. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს.

6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ

ამის სანაცვლოდ, რუსეთმა რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა - 2008 წლის 27 აგვისტოს, რუსეთის დუმამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. 28 აგვისტოს, აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებზე გაწეული დახმარება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 2008-2015 წლებში სულ შეადგინა 3 914 537 ლარი, ხოლო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების - 988 567 ლარი.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 დეკემბრის N882 განკარგულების საფუძველზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე გადაეცათ ბინები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის 2010-2014 წლებში დამატებით სხვადასხვა საჩუქრების და ღონისძიებებისათვის გაწეულია 303 868 ლარის ოდენობის ხარჯი.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამოქალაქო პირების ოჯახებისათვის გაწეულ მატერიალურ დახმარებებს, როგორც ირკვევა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გამოეყოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეული ოჯახისათვის 10 000 ლარის ოდენობით.

წყარო: idfi.ge

თბილისში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

იურიდიული დახმარების სამსახური IDFI-ს კვლევას ეხმაურება

როგორ ატარებს ქართველი მილიონერის ქალიშვილი ზაფხულს პანდემიის ფონზე - ანი ფხაკაძის შთამბეჭდავი ფოტოსესია სენ-ტროპედან