რუსეთიდან ავტო იმპორტი იზრდება - რა გზა იპოვეს ქართველმა დილერებმა

რუსეთიდან ავტო იმპორტი იზრდება - რა გზა იპოვეს ქართველმა დილერებმა

რუსეთიდან ავტომობილების იმპორტი იზრდება. ამ ფაქტს ორი მიზეზი აქვს. როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, ერთია, რომ ემბარგოს მოხსნის შემდეგ ამ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირები უფრო გაღრმავდა, მერე მხრივ რუსული რუბლის დოლართან გაუფასურებამ უცხოური წარმოების მეორადი ავტომანქანები გააიაფა და ქართველმა დილერებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში რუსეთიდან ავტოდილერებმა 2,894 მილიონი დოლარის (214 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოიყვანეს, 2015 წელს ეს რიცხვი 7,289 მილიონ დოლარამდე (503 ერთეული), გაიზარდა, 2016 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან უკვე რეკორდული რაოდენობის, - 8,063 მილიონი დოლარის (433 ერთეული) მსუბუქი ავტომობილია შემოყვანილი.

ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტომობილების იმპორტი, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნიდან შემცირდა. დღესდღეობით ყველაზე მსხვილ იმპორტიორ ქვეყნად კვლავ იაპონია რჩება, თუმცა ამ ქვეყნიდან იმპორტის მკვეთრი ვარდნით ავტოდილერებმა ასეულობით მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს. 2014 წელს იაპონიიდან 350,694 მილიონი დოლარის (44,143 ათასი ავტომობილი) შემოვიდა, 2015 წელს იმპორტი 193,805 მილიონ დოლარამდე 43,805 ათასი ერთეული) დაეცა, ხოლო 2016 წლის 6 თვეში 67,553 მილიონ დოლარამდე (18,299 ათასი ერთეული).

"ლადას" საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან ყველაზე მეტად სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და მეორადი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი