სკანდალი "მის თბილისი 2016"-ის გარშემო - კონკურსის გამარჯვებულს სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს

სკანდალი "მის თბილისი 2016"-ის გარშემო - კონკურსის გამარჯვებულს სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს

"მის თბილისი 2016"-ის გარშემო სკანდალი ისევ გრძელდება. ქალაქის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მფლობელს, 18 წლის ანი გაბლაიას ჯერ გვირგვინი წაართვეს და ახლა კუთვნილ ავტომანქანასაც არ აძლევენ. როგორც კონკურსის ორგანიზატორმა თათა ლემონჯავამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, წლევანდელ კონკურსზე მონაწილეობის მიღება ბევრ ადამიანს, პრიზების გამო სურდა, კერძოდ ავტომობილის და მოგზაურობის. თუმცა აღმოჩნდა, რომ ანი გაბლაიას სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს. ქალაქის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მფლობელი Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ორგანიზატორთან და სპონსორთან მაქვს დაპირისპირება. ჯერ გვირგვინი წამართვეს და ახლა სპონსორი მოგებულ მანქანას არ მაძლევს. თავდაპირველად სპონსორმა მითხრა, ერთ თვეში გადმოგცემ მანქანასო, მაგრამ შემდეგ ორგანიზატორთან მოუვიდა კონფლიქტი და საერთოდ აღარ იღებს ტელეფონს. კონკურსს ორი ორგანიზატორი ჰყავდა კახი ხაბეიშვილი და თათა ლემონჯავა, თათა ლემონჯავა გამოეყო კახი ხაბეიშვილს, საკუთარი სააგენტო გააკეთა და ახლა გვებრძვის მე და კახის.

- შეხვდით სპონსორს?

- კი, მოსამზადებელ ეტაპზე დადიოდა სპონსორი და ჩვენთან ათანხმებდა, თუ როგორი ფერის "ნისან მარჩი" უნდა შეერჩია საჩუქრად. ის მამაკაცი თათა ლემონჯავასთან მეგობრობს და ალბათ ახლა ერთად "ჩალიჩობენ", რომ მე კუთვნილი მანქანა არ მივიღო. ჯერ დაველოდები რა მოხდება და შემდეგ უკვე სასამართლოში ვიჩივლებ. იმიტომ კი არა რომ მანქანაზე "დახამებული" გოგო ვარ, პრინციპის ამბავია.

- რისი ბრალია ეს ყველაფერი და ხომ არ ნანობ კონკურსში მონაწილეობას?

- ორგანიზატორი თათა ლემონჯავა აფერისტი და არაპროფესიონალია, ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა. ამ ყველაფრის მიუხედავად საერთოდ არ ვნანობ კონკურსში მონაწილეობას. როგორც ჩანს, თათას უნდოდა იმ გოგოს გაემარჯვა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, თავიდან მაქებდა, მაგრამ ბოლოს მითხრა ფული რომ გადაიხადე გამარჯვებაში მე რატომ არ გამიყავიო, მე კი არანაირი თანხა არ გადამიხდია გამარჯვებაში.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი