გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ თბილისი მერიამ 80 000 ლარი გამოყო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ - 20 000 დოლარი

გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ თბილისი მერიამ 80 000 ლარი გამოყო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ - 20 000 დოლარი

მძიმე ავარიაში მოყოლილი მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ ქალაქ თბილისი მერიამ 80 ათასი ლარი გამოყო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ - 20 ათასი დოლარი.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ავრცელებს.

21 ივნისს ქუთაისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წყვილი საოპერაციოდ და რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრებას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მათ დასახმარებლად სპეციალური ანგარიშის ნომრები გაიხსნა.

ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800

მიმღები: დავით ლომინაძე

დახმარებისთვის დარეკეთ ნომერზე - 0901701140 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები. კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე მიღებული ტრამვების შედეგად, დასავლეთ საქართველოს რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი