ბოლო ექვს თვეში, თბილისში მშენებლობებზე 2500 ნებართვა გაიცა - რა მდგომარეობაა საქართველოს სხვა ქალაქებში

ბოლო ექვს თვეში, თბილისში მშენებლობებზე 2500 ნებართვა გაიცა - რა მდგომარეობაა საქართველოს სხვა ქალაქებში

საქართველოში სამშენებლო ბუმია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამშენებლო სამუშაოების რიცხვი წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. ბოლო ექვს თვეში, მარტო თბილისში მშენებლობაზე 2500-მდე ნებართვა გაიცა.

ქვეყნის მასშტაბით, პირველ კვარტალში გაცემული ნებართვები, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 6 თვეში საქართველოს მასშტაბით 5200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის. მხოლოდ თბილისში, მიმდინარე წელს მშენებლობებზე 2500-მდე ნებართვაა გაცემული. მათი უმრავლესობა საცხოვრებელი კორპუსია.

როგორც "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით 2016 წლისთვის უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, სამშენებლო სექტორი პროგრესირებს და ეს ძირითადად ხდება ადგილობრივი ინვესტიციების ხარჯზე.

სამშენებლო სფეროს გაძლიერების ფონზე, არქიტექტორებს დეველოპერული კომპანიების მისამართით არაერთი შენიშვნა დაუგროვდათ. ძირითადი პრეტენზიები სამშენებლო პროექტების გაუმართაობას უკავშირდება. არქიტექტორების თქმით, სამშენებლო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქაოსური მშენებლობა ქალაქს იერსახეს უკარგავს.

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ არქიტექტურის სამსახური დეტალურად განიხილავს ყველა განაცხადს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ნებართვას.

მაჩვენებელები მომატებულია სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. თბილისის შემდეგ, სამშენებლო სექტორში გაცემული ნებართვებით ბათუმი ლიდერობს - წლის პირველ ნახევარში ზღვისპირა ქალაქში მშენებლობის 509 ნებართვაა გაცემული, მესამე ადგილს 196 ნებართვით - რუსთავი იკავებს.

წყარო: "საზოგადოებრივ მაუწყებელი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი