კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:33 / 16-08-2016
ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში
12 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ ლეჩურაში ამერიკელი ტურისტი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, 1996 წელს დაბადებულმა მ. ჭ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 41 წლის აშშ-ის მოქალაქეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (იხილეთ დაკავების კადრები)

მოკლული ამერიკელი მოხალისე 41 წლის ფრიც მიუსერი იყო. როგორც მისი ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, მამაკაცი ტურისტულად მოგზაურობდა კავკასიის რეგიონში. ის ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილების მონახულებას აპირებდა. მოხალისე ფერმერული საქმიანობით და ადგილობრივების კულტურის გაცნობით იყო დაინტერესებული.

ფრიც მიუსერის ბოლო პოსტი ფეისბუქზე 4 აგვისტოთია დათარიღებული. ამერიკელი მოხალისე გულსაბნევის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართული წარწერაა: "უანგარო ჩახუტება". ფოტოს მინაწერში კი მიუსერი მისი საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს:

"ბოლო ორი კვირაა თბილისში ვარ. არ ვგეგმავდი საქართველოს დედაქალაქში ამდენ ხანს გაჩერებას, მაგრამ ძალიან მაცდური ქალაქია. კარგი ადგილია განსატვირთად და დასასვენებლად და ჩემი სხეულის განსაკურნებლად. მჯერა ისეთი ურთიერთობები დავამყარე, რომელიც მომავალში ნაყოფს გამოისხამს. ხვალიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ისევ დავიწყებ სიარულს. ქართული მოგზაურობისთვის შევქმენი "უანგარო ჩახუტების" გულსაბნევი, რომელიც ჩემ ზურგჩანთას მივამაგრე.

აზერბაიჯანისთვისაც მინდოდა იგივეს გაკეთება, მაგრამ მირჩიეს, ამას კარგად არ მიიღებენო. ვნანობ, რომ არ გავაკეთე - სულ რომ არაფერი, საუბრის წამოწყება მაინც იქნებოდა შესაძლებელი. ბოლო რამდენიმე დღეა გულსაბნევს ვატარებ და რეაქციებსა და გამოხმაურებას ველოდები. გაგაგებინებთ, როგორ განვითარდება მოვლენები..." - წერდა ამერიკელი მოხალისე სოციალურ ქსელში.
18:56 / 07-01-2017
ისე, ამდენი ხანი არ გვეყოფა ამ სიფათის ყურება?
შაკიკი
11:32 / 06-01-2017
მორჩით მკვლელის გამართლებას, მას მკვლელის სისხლი აქვს და სულ ეს არის, არავითარი გამართლება მკვლელებს. ისინი ყველგან არიან, რატომ ომობენ, რატომ დადიან იარაღით, იმიტომ რომ სულით მკვლელები არიან.
naTia
მსგავსი სიახლეები
"ეს ნამოსახლარი შესაძლოა, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეულიყო"
"რით განადგურდა ჯერ უცნობი რჩება, თუმცა ხანძრის ძლიერი ზემოქმედების კვალი ეტყობა"
ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე
მსუბუქი მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა
ერთმანეთს "ფორდისა" და "ჟიგულის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ
თელავის სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიუსაჯა
მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია
ყველაზე მეტ პრემია-დანამატებს ქალაქ თელავის მერიასა და ახმეტის გამგეობაში იღებენ
შვილს 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა ჰქონდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 23-04-2017  Image "იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა" - ვინ არიან ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიაში დაღუპულები
"სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას"
20:54 / 23-04-2017  Image თემქაზე მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
+VIDEO| თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა
23:16 / 23-04-2017  Image საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში
14:44 / 23-04-2017  Image რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ
მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტი ვერ გადაარჩინეს
21:31 / 23-04-2017  Image ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოაგდო - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49