მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში ეჭვობენ, რომ ყაზბეგის გამზირზე საღი ხეებია მოჭრილი

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში ეჭვობენ, რომ ყაზბეგის გამზირზე საღი ხეებია მოჭრილი

არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები, - ამის შესახებ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვაში განაცხადა.

სულხანიშვილის თქმით, კომპანია "ფორესტის" მიერ ყაზბეგის გამზირზე ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით დადებული დასკვნა შესამოწმებლად მზადდება.

"ახლა მზადდება საბუთები და მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას. ადგილზე როცა ვიყავი და ვნახე ეს ხეები, არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. აქ ორი ვერსიაა: ერთი ის, რომ მოიჭრა ის ხეები, რომლებზეც ნებართვა არ ყოფილა და იყო საღი იმ დასკვნის მიხედვით და მეორე, თვითონ დასკვნას აქვს პრობლემა. ჩვენ ველაპარაკეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს დასკვნა გასცეს და გვითხრეს, რომ ისინი დაადასტურებენ თავიანთ სიმართლეს", - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

ყაზბეგის გამზირზე, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გუშინ დიდი რეზონანსი მოჰყვა. "პარტიზანული მებაღეობის" ინფორმაციით, ადგილზე 13 საღი ხეა მოჭრილი, მაშინ როცა ნებართვები გაცემულია ხმელ ხეებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი