ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე 97 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ნახევარფინალში ამერიკელ ფრედერიკ კაილ სნაიდერთან დამარცხდა. ოდიკაძემ ამერიკელ მოჭიდავესთან ანგარიშით 9:4 წააგო და ბრინჯაო მედლისთვის იბრძოლებს.

მანამდე კი ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში ყახაზეთის წარმომადგენელი მამედ იბრაგიმოვი 6:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს 8:1 მოუგო.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილით ქართველი მოჭიდავის მეტოქის ვინაობა რეპეშაჟში გაირკვევა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი