ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

21 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ოდიკაძე რუმინეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ სარიტოვს შეხვდა და ანგარიშით 0:10 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა. მანამდე მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და ანგარიშით 6:1 მოუგო.

მერვედფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და ანგარიშით 8:1 დაამარცხა. სამწუხაროდ რეპეშაჟში ვერ გადავიდა ზურაბ იაკობიშვილი (65) და მედლის გარეშე დარჩა.

ამით ქართველმა სპორტსმენებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ჯამში 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი