სააკაძის მოედანზე დამონტაჟებული ახალი შუქნიშნები განტვირთვის ნაცვლად, მოძრაობას აფერხებს

 სააკაძის მოედანზე დამონტაჟებული ახალი შუქნიშნები განტვირთვის ნაცვლად, მოძრაობას აფერხებს

საცობებისგან განტვირთვის მიზნით სააკაძის მოედანზე დამონტაჟებული ახალი შუქნიშნები დღეს დილიდან ამოქმედდა. თუმცა, დილით სააკაძის მოედანზე მოძრაობა კვლავ შეფერხებული იყო.

მძღოლები შეფერხების მიზეზად თბილისის მერიის მიერ ახლად დაყენებულ შუქნიშნებს ასახელებენ. მათი განცხადებით, შუქნიშნების დამონტაჟების გამო, ავტომობილებით დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მცირე საცობები იქმნება. როგორც ჩანს, მძღოლები ახალ რეგულაციებს ჯერ ეჩვევიან.

იხილეთ ვიდეო

გადაადგილება შეფერხებულია ასევე შარტავას ქუჩის პარალელურ ქუჩებზე, გოთუას ქუჩასა და ვახუშტის ხიდზეც.

სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟების რეკომენდაცია საცობების განტვირთვის მიზნით, დედაქალაქის მერიას გერმანულმა საერთაშორისო კომპანია A+S-მა მისცა.

როგორც თბილისის მერიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი სატესტო რეჟიმში მუშაობს, რომელზეც რამდენიმედღიანი დაკვირვება მიმდინარეობს.

ფოტო: ნიკა საჯაია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი