ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან ტელეეთერს უბრუნდება - ახალი, წინასაარჩევნო გადაცემის დეტალები

ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან ტელეეთერს უბრუნდება - ახალი, წინასაარჩევნო გადაცემის დეტალები

ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან ტელეეთერს უბრუნდება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი GDS-ის პროექტში ახალ სატელევიზიო სეზონზე, შემოდგომიდან გამოჩნდება, გადაცემის თანაწამყვანები კი ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტ მიშა ფეიქრიშვილს დავუკავშირდით.

- მიშა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტრემბრიდან ყოფილი პრემიერი სატელევიზიო ეთერში ბრუნდება და თქვენ გადაცემის ერთ-ერთ თანაწამყვანი იქნებით

- მართალია ეს ინფორმაცია, თუმცა ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. წამყვანები კი მე და ნათია თოიძე ვიქნებით.

- სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში?

- ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც ჩვენი შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება.

- მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დაუსვამენ კითხვებს?

- დიახ.

- როდიდან გავა გადაცემა ეთერში?

- პირველი სექტემბრიდან დაიწყება და პირველი გადაცემა აჭარიდან გავა ეთერში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი