უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ნაწილს ხვალ, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, აღმაშენებლის ხეივანს (ნაწილობრივ), მისის დასახლების, სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალისა და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ძოწენიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ამაშუკელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაინში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩებზე.

10:00 18:00 საათამდე, შეზღუდვა ასევე გავრცელდება მთაწმინდის რაიონში, ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის და ჩახრუხაძის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება გლდანის რაიოონსმ კონკრეტულად ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - აცხადებენ "თელასში".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი