საქართველო-ავსტრიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-ავსტრიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

კომპანია TKT.GE-მ 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩის, საქართველო - ავსტრია, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე tkt.ge/georgiavsaustria შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია. მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენასა და ფილარმონიის სალაროებში, მოგვიანებით, 29 აგვისტოდან დაიწყება.

5 სექტემბერს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე ერთმანეთს საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი