"დილის 5 საათზე სამი ცხედარი შემოასვენეს სოფელში..."

"დილის 5 საათზე სამი ცხედარი შემოასვენეს სოფელში..."

საგანგაშო რეალობაა, ავტოავარიას ისევ ეწირებიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები. რამდენიმე დღის წინ ტრაგედია სამტრედიის გზაზე, სოფელ დაფნართან მოხდა - ტრაილერისა BMW-ს მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ სედანში მსხდომი ბიძაშვილები, ზაურ, შალვა და გიგი კაცაძეები. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

28 წლის შაკო და 20 წლის ზაურ კაცაძეები ვანის რაიონის სოფელ შუამთაში, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გიგი კაცაძის სახლიც იმავე ქუჩაზეა. ის თბილისში ცხოვრობდა და ხშირად ჩადიოდა სოფელში. იმ საბედისწერო დღეს ბიჭები სამტრედიიდან სოფელში ბრუნდებოდნენ. მანქანა ზაურის იყო, სავარაუდოდ, საჭესთან სწორედ ის იჯდა.

შორენა ოჩხიკიძე, ზაურ კაცაძის კლასის დამრიგებელი: "ზაურს ცეკვა უყვარდა და სკოლის ბანკეტზე მითხრა, იმდენი უნდა ვიცეკვო, თავი უნდა დაგამახსოვროთო. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ბიჭები. შაკო ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი იყო, ჯგუფ "არგოს" მომღერალი. გიგი მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ერთ ეზოში ესვენა ორი ცხედარი, საშინელება იყო. იმ უბანში რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ბიჭი დაიღუპა ავარიით, ახლა ეს საშინელება. ერთი ვერსიით, მანქანის საჭეს შეექმნა პრობლემა, იმასაც ამბობენ, იმ ადგილას ასფალტის საფარი ამობურცულია და ეტყობა, ვერ დაიმორჩილა მძღოლმა მანქანაო...

მიზეზი დადგინდება, მაგრამ მათ აღარაფერი ეშველებათ. ერთად მივაბარეთ მიწას ეს ლამაზი ვაჟკაცები, ტობანიერში დავკრძალეთ, გიგი კი თბილისში" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში შორენა ოჩხიკიძე.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 22 აგვისტოს ნომერში ან დარეგისტრირდით საიტზე და მიიღეთ წვდომა სტატიებზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი