ქმარზე მოძალადე ცოლის გაქრობისა და სახელმწიფო ქონების ძარცვის ამბავი

ქმარზე მოძალადე ცოლის გაქრობისა და სახელმწიფო ქონების ძარცვის ამბავი

სკოლა მედალზე დაამთავრა და არჩევანი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა. პირველივე გამოცდაზე ერთი ქულა დააკლეს (გამომცდელის გვარი დღესაც ახსოვს). მაშინვე საბუთები გამოიტანა და ეძებდა, სად იყო მედალოსნებისთვის დამატებითი ადგილი. ასეთი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აღმოჩნდა, რომელსაც სამი სპეციალობა ჰქონდა: ფილოსოფია, ფსიქოლოგია და სამართლისმცოდნეობა. ქართული ენის წერა-ზეპირის გამოცდებზე ხუთები მიიღო, მაგრამ სამართლისმცოდნეობაზე ვერ მოხვდა, რადგან მხოლოდ ერთი ადგილი იყო და სტაჟის მქონე აბიტურიენტი ჩარიცხეს. გამოცდების ჩაბარება გააგრძელა. ყველა საგანში ხუთიანი დაიმსახურა და ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტი გახდა. თუმცა, მერე მაინც სამართლისმცოდნეობაზე გადავიდა. ასე დაიწყო მილიციის პოლკოვნიკ ვახტანგ გვარამიას საინტერესო პროფესიული ცხოვრების გზა.

- სხვათა შორის, სამართლისმცოდნეობის სპეციალობაზე გადაყვანისას წინააღმდეგობას წავაწყდი: ორი სემესტრი ფრიადებზე დავხურე და რექტორ კუპრაძესთან თხოვნით შევედი. მან საბუთები გადაათვალიერა და მითხრა, - მესმის თქვენი, ყველა ვერ სწავლობს ფილოსოფიურზე. მიჩვენეთ მატრიკულიო. ნახა, რომ მხოლოდ ხუთები მეწერა. - მეგონა, ცუდი ნიშნები გქონდათ და ამიტომ გადადიოდით. ე.ი. სწავლა შეგძლებიათო, - ეს თქვა და აღარ გადამიყვანა. შემდეგ რექტორად ძოწენიძე მოვიდა და იმან დააკმაყოფილა ჩემი განცხადება.

- თქვენი პირველი საქმე რა იყო, როცა მუშაობა დაიწყეთ?

- მანამდეც მქონდა საინტერესო შემთხვევა: პირველი კურსი დავამთავრე და ერთთვიან პრაქტიკაზე ფოთის პროკურატურაში გამგზავნეს, სადაც არაჩვეულებრივი პიროვნება ნუგზარ კოკაია - საოცარი პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი კაცი გავიცანი. არც ბინა ჰქონდა და არც მანქანა. ბოლოს, როგორც იქნა, ბინა მისცეს, მაგრამ მის გასვენებაში რომ ჩავედი, ბინა ისევ ისეთი სარემონტო ჰქონდა, როგორიც ჩააბარეს. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ბუნებით პედაგოგი იყო და ადამიანები უყვარდა. მეორე პრაქტიკაც, უკვე მესამე კურსის სტუდენტმა, მასთან გავიარე და სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი. მოკლედ, ერთ დღეს მითხრა, მილიციაში უნდა წავიდეთო. სანამ პროკურატურიდან მილიციაში მივიდოდით, საქმის არსი ამიხსნა: "ორი წლის წინ ფოთში ქალი, გვარად გუზდენკო დაიკარგა. ის ე.წ. სპეკულანტი იყო. ხშირად მიდიოდა უკრაინაში, ლვოვის ოლქში და საქონელი ჩამოჰქონდა. ქალის ქმარი, ვინმე კორნიკოვი მძღოლად მუშაობდა. მან მეუღლის გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ, სასამართლოში განცხადება შემოიტანა, რათა მისი ცოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ეცნოთ და ქონება მისთვის გადაეფორმებინათ. ამ საკითხზე მუშაობისას რამდენიმე საეჭვო ყოფაქცევის ქალი ვიპოვეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ კორნიკოვს სახლში ქალები მიჰყავდა და მათ ცოლის ნივთებს ჩუქნიდა". მილიციაში ქალები დაგვხვდნენ. ორ დაკითხვას დავესწარი და ოქმში ასე ჩაიწერა: "დაჰკითხა გამომძიებელმა კოკაიამ, დააფიქსირა პრაქტიკანტმა გვარამიამ". ერთმა ქალმა ასეთი ჩვენება მოგვცა: ერთხელ კორნიკოვის სახლში შემთხვევით, უჯრა გამოვაღე, სადაც ქალის პასპორტი ვნახე. კორნიკოვმა წამართვა. ვკითხე, - შენი ცოლი სად არის-მეთქი? - იქ, საიდანაც არავინ ბრუნდებაო. ორი დღის დაკითხვების შედეგად, კორნიკოვის მიმართ ბევრი საეჭვო ფაქტი დაგროვდა, რაც გამოძიებას ეჭვის საფუძველს აძლევდა, რომ ქმარმა ცოლი მოკლა. კორნიკოვი დააკავეს. მასთან ოპერმუშაკი ნოე ხურცია მუშაობდა. საინტერესოა, რომ მაშინ გამოძიების დროს არც ბრალდებულს და არც დაზარალებულს ადვოკატი არ ჰყავდა. ის ინიშნებოდა მხოლოდ სასამართლო პროცესზე. კოკაია და მე ციხეში სხვა საქმეზე ვიყავით, როცა ხურციამ დარეკა: ნუგზარ, ჩქარა მოდი, კორნიკოვმა დანაშაული აღიარაო. მილიციაში გავქანდით. კორნიკოვი ამბობდა, რომ ცოლი ქონების მითვისების მიზნით მოკლა და გვამი მდინარეში გადააგდო, ჩემი გამოკითხვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეზოში დამარხა. შემთხვევის ადგილას გავედით (ისინი აჭარის ქუჩის #22-ში ცხოვრობდნენ). იდგა რუსული "იზბის" ტიპის სახლი და ცალკე - პატარა შენობა, რომელიც აბანო ყოფილა. დაბალ, შეუხედავ და კუნთებიან კორნიკოვს ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს. გზაში გვითხრა, რომ ცოლი ლოთს, მუქთახორას ეძახდა და სცემდა კიდეც. შენობაში ორი პატარა ოთახი, რუსული აბანო და გასახდელი იყო. ფიცრული იატაკის აყრა კორნიკოვმა დაიწყო, მერე სხვაც მივახმარეთ და სილაში (მიწის ნაცვლად სილა დაგვხვდა) რაღაც თეთრი ამოცვივდა. თურმე, როცა გვამი სილაში იმარხება, ცხიმი გარეთ გამოდის და სხეული გამოფიტული რჩება. გუზდენკო მაღალი და სქელი ქალი ყოფილა. კორნიკოვმა ჩვენება მოგვცა: "ჩემს ცოლს ვუთხარი, ვიბანაოთ-მეთქი, გავიხადეთ და აბანოში შევედით. ნაჯახი, რომელიც წინასწარ შევიტანე ოთახში, თავში ჩავარტყი..." მეზობლებმა დაადასტურეს, რომ გუზდენკო ძლიერი და შემტევი ქალი იყო და ქმარსაც ურტყამდა ხოლმე. კორნიკოვი არ დაუხვრეტიათ. რამდენი წელი მიუსაჯეს, არ მახსოვს.

- გრიფი საიდუმლო რა სახის დანაშაულს ეხებოდა? ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი