უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა გავრცელდება ნაძალადევის რიონში. კერძოდ, ჟღენტის, კოდალოს, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, დობროლუბოვის, სართანიას და ვასილ თამარაშვილის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ისნის რაიონში, ვარდების მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III და IV კვარტლების, ამაშუკელის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება შეუწყდება, ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ცაიშის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, ჭავჭავაძის გამზირის, ცხვედაძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, დარიალის და მიშველაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ოცხელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ნავთლუღის მეორე დასახლების III, IV, V და VI ქუჩებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ",- აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი