შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ - რომელი "სგუშონი" ჯობია

შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ - რომელი "სგუშონი" ჯობია

შესქელებული რძე ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სავაჭრო დახლებზე. სპეციფიური შეფუთვის გამო გარედან ვერაფრით გაიგებთ მის კონსისტენციას - შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ. არცერთი არ არის ნორმალური სისქე ამ პროდუქტისთვის. სისქის გარდა მნიშვნელოვანია გემო და შემადგენლობა.

ნამდვილი შესქელებული რძე არ უნდა შეიცავდეს პალმის ზეთს, მცენარეულ ცხიმს, სინთეტურ საღებავებს, სახამებელს, პექტინს, რძის ცხიმის შემცვლელს. თუ რომელიმე ამ ინგრედიეტიდან მითითებულია პროდუქტის შემადგენლობაში, ის ნამდვილი შესქელებული რძე არ არის.

როგორ ამოვიცნოთ "ის ნამდვილი სგუშონკა"

პირველ რიგში დააკვირდით სახელწოდებას. ნამდვილ პროდუქტს, რომელიც მართლაც ძროხის რძისგან არის დამზადებული, ყოველთვის ერთნაირად აწერია:

«Цельное сгущенное молоко с сахаром» - მოუხდელი შესქელებული რძე შაქარით

ან

«Сгущенные сливки с сахаром» - შესქელებული ნაღები შაქრით

ან

«Обезжиренное сгущенное молоко с сахаром» - მოხდილი შესქელებული რძე შაქრით.

და არაფერი მეტი. ეს არის - ГОСТ, ანუ სახელმწიფო სტანდარტი

დანაჩენი სახელწოდებები - «Молоко сгущенное», «Сгущенка», «Варенка», «Сгущенное молоко особое», «Сгущенка с сахаром», «Сгущенка и сливки», «Сгущенка вареная», «Сгущенное молоко диетическое» или даже «Сгущеночка» - მეტყველებს, რომ თქვენ არა ნამდვილ პროდუქტს, არამედ ჩვეულებრივ ტკბილ პასტას ყიდულობთ.

რა უნდა ეწეროს შეფუთვაზე განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს