თბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი ბოლო რამდენიმე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ რა ფორმით გაგრძელდება აქციები, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ,,ელენე გახდა ცუდად და სასწრაფომ საავადმყოში გადაიყვანა. არ ვიცით კონკრეტული დიაგნოზი, თუმცა ის უკვე მესამე დღეა შიმშილობს. ჩვენ ვიკრიბებით თბილისის მერიასთან, რათა კონკრეტული სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი