თბილისის მერიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა

თბილისის მერიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა

თბილისის მერიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ელენე მალაშევსკი-ჯაყელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ფორმის შეჩერებისა, მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია და აქციები თბილისის მერიასთან 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კარვის განთავსებასთან დაკავშირებით. მერიასთან აქცია გრძელდება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი