"4 წლის ბავშვი ყოველდღე გვეკითხება, - მამიკო იპოვესო"?

"4 წლის ბავშვი ყოველდღე გვეკითხება, - მამიკო იპოვესო"?

ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება შავ ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნა. რამდენიმე დღეა, ქართველ მაშველებს თურქეთიდან გამოძახებული ბრიგადა ეხმარება, მაგრამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ცხედრებს ვერ პოულობენ.

ოჯახის წევრების მოთმინების ფიალა კი ნელ-ნელა ივსება. განადგურებული მშობლები და ახლობლები ზღვის სანაპიროს არ შორდებიან და ხელისუფლებისგან უფრო მეტი ზომების მიღებასა და დამატებით დამხმარე ძალების სხვა ქვეყნებიდან შემოყვანას ითხოვენ.

ამ ტარგედიაზე სტატიას აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ტრაგედია 16 აგვისტოს გონიოში, სამხედრო სწავლებისას დატრიალდა. უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე -კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი, გიორგი ნანეტაშვილი მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ და გეგმურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანეტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

26 წლის იაგო შარაძე აჭარაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. იაგო 7 წელია, თავდაცვის სამინისტროში მსახურობს. ამჟამად სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად მსახურობდა. უმძიმესია მისი ოჯახის წევრების ტკივილი. მათი თქმით, იაგომ ცურვა ძალიან კარგად იცოდა და იმ დროს მეორე ბიჭის დახმარებას ცდილობდა და ორივე უკვალოდ გაქრა.

თამარ შარაძე, იაგო შარაძის და:

"გავიზარდეთ, როგორც იქნა, წელში გავიმართეთ. საოცნებო ოჯახი შექმნა ჩემმა ძმამ, ორი შვილის მამაა. კარგი მეუღლე ჰყავს. ძალიან პატარები არიან ბავშვები და ისინი უმამოდ უნდა გაიზარდონ ახლა. 4 წლის ბავშვი ყოველდღე გვეკითხება, -მამიკო იპოვესო? ყოველდღე იმ იმედით გავდივართ სახლიდან, რომ მის ცხედარს მაინც მოვიყვანთ სახლში. არადა, როგორ უნდოდა სიცოცხლე ჩემს ძმას. სული მეწვის. გულში ვიკლავ ტკივილს, ვცდილობ მშობლებს არ დავანახვო, მეშინია ხმამაღლა არაფერი ვთქვა, არ დაინახოს დედიკომ და მამიკომ რომ მეც განადგურებული ვარ, მეც დავკარგე ცხოვრების აზრი. ბევრი კითხვა

მიტრიალებს. რატომ გაწირეს ასე ეს ბიჭები? 4-დან ორი ბიჭი როგორ დაიხრჩო? პირველად ხომ არ ყვინთავდა, რომ უცებ გამოლეოდა ჟანგბადი...

ღმერთო მაღალო, დაგვეხმარე, რომ ძმა მაინც დავიტირო, მისი საფლავი მაინც მქონდეს".

რაც შეეხება გიორგი ნანეტაშვილს, ის 24 წლისაა, რუისში ცხოვრობდა. გიორგის მამა არ შორდება შემთხვევის ადგილს და დახმარებას ითხოვს. მას შვილზე წარსულში საუბარი უჭირს. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 25 აგვისტოს ნომერში)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი