"არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."

"არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."

"ყველას მოგმართავთ თხოვნით, ნათიას მდგომარეობა მძიმეა, აპარატზეა შეერთებული და უტარდება ხელოვნური სუნთქვა. ოჯახში შვილებს ჯანმრთელი რომ დაუბრუნდეს, მკურნალობისთვის 24 000 ლარია საჭირო. გთხოვთ დახმარებას, თქვენი მინიმუმით, მას ცხოვრება შეუნარჩუნდება"...

ფოტოს ამ წარწერით ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდია ავრცელებს და ემოციურ პოსტს წერს:

"ხომ შეხვდები ხანდახან საარაკო უბედურებას, გამაოგნებელს... სწორედ მაშინ ხარ ღირსი გერქვას ადამიანი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის გადადებ პირად კომფორტს, სიამოვნებას, კაპრიზებს და დაეხმარები უფსკრულიდან ამოსვლაში. დაეხმარები, თუნდაც არსებობდეს შენი გადავარდნის საშიშროებაც... ჩათვალე, რომ მაშინ სამყაროს შემოქმედი ხარ.

ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა. დამამშვიდებელ წამლებს მიეძალა, იმდენად მძიმედ განიცადა უბედურება. ამდენი წამების შედეგად ტვინის შეშუპება განუვითარდა და დღეს უკვე თავად ებრძვის სიკვდილს! და ობლად რჩება კიდევ ორი პატარა...

არ გამოვა, სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ, ჯერ კიდევ საჭიროა აქ... დილიდანვე გავაკეთებ ჩემ გასაკეთებელს, აბა, თქვენ იცით..." - წერს გამსახურდია.

ნათია ირემაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE62BG0000000598877500

მიმღები: ბესო კვარაცხელია (მეუღლე)

დამატებითი ინფორმაციისთვის: 591705595

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი